თორა-ბორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თორა-ბორა ან თურა-ბურა (პუშტუ توره بوړه‎ — „შავი მღვიმე“) ცნობილია აგრეთვე, როგორც სპუნგარი (პუშტუ سپین غر‎ — „თეთრი მღვიმე“ ) — გამოქვაბულთა კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ავღანეთის აღმოსავლეთით ნანგარჰარის პროვინციაში პაჩირ-ვა-აგამის რაიონში საფედხოტის (დარი — „თეთრი მთები“) ქედზე, ჯალალაბადიდან სამხრეთ-დასავლეთით, ჰაიბერის გადასასვლელიდან დაახლოებით 50-ე კმ-ზე და პაკისტანის ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტებიდან დაახლოებით 10 კმ-ში.

ცნობილია, როგორც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა თალიბანის და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდას ბანაკი თალიბანის რეჟიმის მმართველობის დროს, 80-ან წლებში ავღანეთის ომში მოჯაჰედების მიერ გამაგრებული რაიონი, აგრეთვე, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების (ISAF) მოქმედების რაიონი

თორა-ბორას მთებში საფედხოტის ქედების მიმდებარე რაიონში მდებარეობს კარსტული მღვიმეები, რომლებიც წარმოქმნილია კირქვის ბუნებრივი დაშლის შედეგად.

ციხე-სიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორა-ბორას ადგილმდებარეობა

„გამაგრებული ტერიტორია“, „სამხედრო ბაზა“. ავღანეთის ოპოზიციის, ავღანელი მოჯაჰედების სამხედრო ფორმირებების მნიშვნელოვანი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი და საუღელტეხილო ბაზა გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებებისათვის. ის შედიოდა მოჯაჰედების „აღმოსავლეთ გაერთიანების დაჯგუფების“ კუთვნილებაში, „პეშევარის შვიდეულის“ ერთ-ერთი ლიდერის, მსხვილი საველე მეთაურის მოჰამედ იუნუს ჰალესის პასუხისმგებლობის ზონაში. ეს ადგილი მდებარეობს ავღანეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ავღანელი მოჯაჰედების პარტიზანული მოძრაობის გადამწყვეტი ადგილი და მნიშვნელოვანი „გასაღები“ პაკისტანთან მოსაზღვრე რაიონში. .

ის იყო მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ობიექტი ავღანეთის ომი (1979-1989) და თალიბანის მოძრაობის დროს. საფორტიფიკაციო ნაგებობა ძლიერი თავდაცვითი კომუნიკაციით, ნაგებობებითა და გამაგრებებით. მართვის (ურთიერთმოქმედების) ერთიანი გეგმის მიხედვით ორგანიზებული, რომლის მიზანი იყო მოწინაღმდეგის ძალებთან ხანგრძლივი თავდაცვითი მოქმედება.

გამოიყენებოდა საერთაშორისო ტერორისტების მიერ უსამა ბინ ლადენის მეთაურობით. ასევე, თალიბანის მოძრაობის დროს მოლა ომარის მეთაურობით, მოჰამედ იუნუს ჰალესის და პუშტუნების ტომის სხვა საველე მეთაურების მიერ. ასევე, იყენებდა მას ჩრდილოეთის ალიანსი სტაბილური თავდაცვითი მოქმედებისათვის და დასავლეთ ანტითალიბანური კოალიციის ჯარები.

მდებარეობს მაღალ ქედზე, რომლის სიმაღლეა 4000 მ (ზღვის დონიდან), ქალაქ ჯალალაბადიდან 85 კმ-ზე სამხრეთით, ნანგარხარის პროვინციაში, ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზონაში. წარმოადგენს 400მ-მდე სიღრმის გვირაბების ლაბირინთს მრავალრიცხოვანი დარბაზებით, შესანახი სათავსოებით, საცხოვრებელი ოთახებით, თავშესაფრებით, სამალავი ბუნკერებით, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობებით, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 25 კმ. მეტს.

გამაგრებული თორა-ბორა მოჯაჰედებისათვის ავღანეთის ომის დროს იყო სამიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა. დანარჩენი ორი: „ჯავარა“ და „კოკარი-შარშარი“ მდებარეობს ირანის საზღვართან.

თავისი არსებობის მანძილზე თორა-ბორას ციხესიმაგრე რამდენიმეჯერ იქნა აღებული მოწინააღმდეგის მიერ. მათ შორის ერთ-ერთი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა 1980 წელს ავღანეთის ომის დროს. საბჭოთა კავშირის სპეცდანიშნულების ჯარებმა 66-ე მოტომსროლელი ბრიგადის დახმარებით პირველად აიღეს ციხე-სიმაგრე, მაშინ ის მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილი, მაგრამ უკვე საიდუმლოებებით მოცული ბაზა იყო. ასევე, 2001 წლის დეკემბერში აღებულ იქნა იგი დასავლეთის ანტითალიბანური კოალიციის მიერ, რომელსაც მხარს უჭერდა თალიბების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მოძრაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]