თომა ბალიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თომა ბალიაური (დ. 1896, სოფ. ახიელი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1934, სოფ. ამღა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო პირი.

1914-1915 წლებში მოხალისედ იბრძოდა I მსოფლიო ომის ოსმალეთის ფრონტზე. ავადმყოფობის გამო ჯარიდან დაითხოვეს. ერთხანს ადმინისტრაციულ სამსახურში იყო რუსეთში, დონის ოლქში, შემდეგ ეკატერინოსლავში, სადაც 1917 წლის რევოლუციის დროს ჩაჩნებისა და ქისტებისგან მოხალისეთა რაზმი შექმნა და ქალაქის ბოლშევიკებისგან დაცვაში მონაწილეობდა. საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი საქართველოში დაბრუნდა და სახალხო გვარდიაში მსახურობდა. მონაწილეობდა ომში სომხეთთან (1918) და ოსების ამბოხების ჩახშობაში. სხვადასხვა დროს იყო კომისარი ფშავ-ხევსურეთსა და ბორჩალოს მაზრაში, თბილისის სისხლის სამართლის სამმართველოს ინსტრუქტორი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს შეუერთდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას. 1922 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს მეთაურობდა მოხევეთა რაზმს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხევსურეთში მოკლა ხელისუფლების ემისარი ჩიქოვანი, რის შემდეგაც არხოტის ხეობაში იმალებოდა. ღალატით მოკლეს 1934 წლის იანვარში. თომა ბალიაურის ბიძაშვილი იყო მწერალი და დისიდენტი ლადო ბალიაური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]