თომას გიბსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას გიბსონი

გიბსონი 2010 წელს, კრიმინალური აზროვნების გადაღებაზე.
დაბადების სახელი თომას ელის გიბსონი
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1962 (1962-07-03) (61 წლის)
სამხრეთ კაროლინა, აშშ
რეზიდენცია სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) ქრისტინ გიბსონი (იქ. 1993–2018)[1][2]
შვილ(ებ)ი 3

თომას ელის გიბსონი (ინგლ. Thomas Ellis Gibson; დ. 3 ივლისი, 1962) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა „Chicago Hope“, სადაც თომასმა დანიელ ნაილანდის როლი ითამაშა. „ABC“-ს სატელეიზიო სერიალში, „დჰარმა და გრეგი“-ში, იგი გრეგ მონტგომერის როლს თამაშობდა. ხოლო 2005 წლიდან 2016 წლამდე, აგენტი აარონ ჰაჩნერის როლს ასრულებდა „CBS“-ის სატელევიზიო სერიალში „კრიმინალური აზროვნება“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას გიბსონი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ჩარლიტონში, სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ში. არის ჩარლს და ბეტ გიბსონის ვაჟიშვილი.[3] დედამისი სოციალური მუშაკი იყო, ხოლო მამამისი ადვოკატი და ლიბერალი დემოკრატი. გიბსონი კათოლიკეა.[4] იგი ხელოვნებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. ბავშვობისას, ჯერ ერთ-ერთ პატარა თეატრის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი დაამთავრა „ინგლისის ეპისკოპოსის საშუალო სკოლა“. 1979 წლიდან 1981 წლამდე სწავლობდა „ჩარლისტონის კოლეჯში“, სადაც ერთ-ერთ ალაბამა შექსპირის ფესტივალზე, იგი სტაჟიორად მუშაობდა, მას აქ საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაში, „ჯილიარდის სკოლა“-ში სწავლა ურჩიეს.[5]

გიბსონსა და მის ოფიციალურ მეუღლეს, ქრისტინა გიბსონს სამი შვილი ჰყავთ: ჯეიმზ პარკერი, ტრევის პარკერი და აგათა მერი.[6] თომასი და ქრისტინა ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ,[7] 2018 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Thomas Gibson Reveals Why He Kept His Divorce from Wife of 20 Years a Secret and Reveals How They Are Co-Parenting. People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-30. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  2. 2.0 2.1 http://www.eonline.com/au/news/913805/thomas-gibson-s-divorce-from-cristina-parker-finalized
  3. Thomas Gibson. Newsbank.com. ციტირების თარიღი: 2013-10-15.
  4. „Thomas gibson interview from 2000“. criminalmindsfanatic.blogspot.ca. ციტირების თარიღი: 2013-10-15.
  5. Alumni News. The Juilliard School (November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11.
  6. Donahue, Steve. (2012-04-30) My Town: Thomas Gibson's Charleston. Condé Nast. ციტირების თარიღი: 2013-06-26.
  7. By  Evan Real. (2016-08-22) Thomas Gibson Secretly Filed for Divorce Two Years Ago - Us Weekly. Usmagazine.com. ციტირების თარიღი: 2016-10-01.