თოლენჯის ნამოსახლარი გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოლენჯის ნამოსახლარი გორაარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თოლენჯის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე. თოლენჯის ხევის მარცხენა ნაპირზე, ჯავახისგორაზე. ზედაპირულად შეგროვდა გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის, გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები; ბაზალტის ქვის ხელსაფქვავის რამდენიმე ნატეხი; გადამწვარი ბათქაში. შეიმჩნევა რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]