თოლენჯის მონეტების განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოლენჯის მონეტების განძიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თოლენჯში. განეკუთვნება 488-541 წლებს. სავარაუდოა, რომ ჩამარხვის დრო Xl საუკუნის შუა წლებია. 1923 წელს, თხრილის გაყვანის დროს, აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი ვერცხლის სასანური მონეტებით. განძის შემადგენლობა: პეროზ სასანელი (459-486 წლები) – 2 ცალი, ბალაში (484-488 წლები) – 2 ცალი, კავადი (488-531 წლები) – 60 ცალი, ჯამასპი (496-498 წლები) – 1 ცალი, ხოსრო l (531-579 წლები) – 6 ცალი. განძში შემავალი მონეტების ნომინალია დრაქმა. მონეტები ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]