თოკის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოკის კოშკიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ თოკაში. ასპინძიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. ზღვის დონიდან 1656 მეტრის სიმაღლეზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი გამორჩეული გვიან შუა საუკუნეების კულტურული ძეგლი. ასევე ცნობილია აბაშიძეების კოშკის სახელით. წარმოადგენს ოთხკუთხა კოშკს. მისი ზომებია: გარედან – 20 მეტრი × 12 მეტრი შიგნიდან – 14 მეტრი × 6 მეტრი. ნაგებია რეგულარულად ნაწყობი თლილი ქვით და კირის ხსნარით, კედლის სისქე 3 მეტრია. ადგილობრივთა გადმოცემით, აქ ბეგს უცხოვრია, გვარად აბაშიძეს.

მისი სახელწოდება განაპირობა კანიონიდან ციცაბო აღმართზე მიმავალმა დაკლაკნილმა ბილიკმა. სამხრეთ საქართველოში სიტყვა თოკი, ბაწარი, ბილიკების სახელებად გვხვდება. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 წელს სოფელი, ხერთვისის ლივაში, ტყიანი ჯავახეთის რაიონში შედიოდა.

თოკის კოშკი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი 2 თბ., 1941.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]