შინაარსზე გადასვლა

თმა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თმა“

თმა“ (ინგლ. Hair) — რეჟისორ მილოშ ფორმანის მხატვრული მუსიკალური ანტიმილიტარისტლი ფილმი. ეფუძნება 1968 წელს ბროდვეიზე დადგმულ გოლდ მაკდერმოტის მიუზიკლს. ფილმში ასახულია გრძელი თმის, თავისუფალი სექსის, უკლასო საზოგადოების, პაციფიზმის იდეები. ფილმის გმირები თავისუფლად იცვლიან და უთმობენ ერთმანეთს საყვარლებს, თავისუფლად მოიხმარენ ნარკოტიკს. ფილმი სრულდება პროტესტანტი ახალგაზრდების დიდი დემონსტრაციით. ფილმის ქორეოგრაფი იყო ბროდვეის ცნობილი ბალეტმაისტერი ტვაილა ტარპი. წარდგენილი იყო ორ ოქროს გლობუსზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]