თლიის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თლიის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ თლიაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართულის დონე. პირველი სართული ამოვსებულია ქვებით. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ნაგებია დიდი ზომის ყორექვით დუღაბზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004