თიღვის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თიღვას წმინდა მარიამის ეკლესია)

თიღვის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თიღვაში, სასაფლაოზე. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში. დარბაზული, შვერილაბსიდიანი ეკლესია ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვის კვადრებით. წყობას ჰორიზონტალურ რიგებად მიყვება მცირე ზომის კვადრები. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნალისებრი აბსიდით, რომელიც დარბაზისაგან შვერილებით არის გამოყოფილი. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის ცენტრალური ნაწილი გამონგრეულია. დარბაზის სამხრეთ კედელზე ერთი კრონშტეინია, რომელსაც კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. კამარა ჩამოქცეულია. ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლების სიმაღლე 3-5 მეტრს აღწევს.

ეკლესია ნათდებოდა სამხრეთის ორი და დასავლეთის ერთი თაღოვანი სარკმლით.

თაღოვანი შესასვლელები სამივე კედელშია გაჭრილი, აქედან, ჩრდილოეთისა მინაშენს უკავშირდებოდა, ორი დანარჩენი კი გარშემოსავლელს. მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლებია შემორჩენილი.

ნაგებობის გარშემოსავლელიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეკლესიის ფასადებზე პერანგი ბევრგან შემოცლილია. მიწის დონე საგრძნობლადაა ამოწეული. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004