თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი).
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული) — საქართველო
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′20″ ჩ. გ. 43°14′23″ ა. გ. / 41.7057500° ჩ. გ. 43.2399000° ა. გ. / 41.7057500; 43.2399000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
დეტალები

თისელის ღვთისმშობლის ეკლესია — სოფელ თისელში მდებარე დარბაზული ეკლესია. ეკლესია სტილისტური ნიშნებით XIV-XV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება და უახლოვდება თისელის ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესიის პერიოდს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, მას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ხოლო თითო სარკმელი ყველა კედელში აქვს დატანებული. სამხრეთის სარკმელი დატანებულია კედლის დასავლეთ ნაწილში და არა შუაში, ფაქტია, რომ სარკმელი სამხრეთის მინშენის შემდეგ დააყენეს და მისი მდებარეობა გაითვალისწინეს. ჩრდილოეთის კედელი კლდის ნაპირზეა აღმართული. სამხრეთით კი ეკლესიას აფსიდიანი ეგვტერი აკრავს.

ეკლესია კედლიან-კამარიანად არის შემონახული. კამარა საკმაოდ უსწორმასწოროდაა ნაშენი, გამოყოფილია ერთი საბჯენი თაღით, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედელზე თითო პილასტრია. ბრტყელ აფსიდში ორი ღრმა ნიშია დატანებული, ასევე გვხვდება ქვის ტრაპეზის ნაწილიც.

კედლის კარნიზი დამახასიათებელია ამ ეპოქის არქიტექტურისათვის, იგი შედგება მარტივი ლილვისა და წრეთარგისაგან. ასევე ძალიან დამახასიათებელია სარკმლების მორთულობაც: საპირე ქვა სწორკუთხაა, გარედან ორმაგი გლუვი ლილვით არის მოჩარჩოებული, შიგნიდან კი ცალი ლილვით.

ასევე საინტერესოა დასავლეთის კარიბჭე. მისი სიგანე და სიმაღლე ერთნაირია. აქვს ოთხი საბჯენი თაღი, რომლებიც ძალიან დაბლა იწყება. წინათ ამოშენებული ყოფილა, ახლა კი ოთხივე მხრიდან გახსნილია. კარიბჭეს გარედანაც და შიგნიდანაც თლილი ქვის პერანგი ჰქონია, ახლა მათი კვალი რამვენიმე ქვითაა წარმოდგენილი. კარიბჭეს ვარსკვლავისებური კამარა აქვს. იგი ძალიან ბრტყელია, შუაში ბურთულა აქვს და ამ ბუურთულიდან გამოდის 8 მსხვილი ლილვი. ლილვებს შორის მდებარე სამკუთხედები უბრალო თლილი ქვითაა შევსებული.

სამხრეთის ეგვტერი, როგორც ეს მისი გარღვეული იატაკიდან ჩანს, საძვალე ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., „სამცხის ხუროთმოძღვრება“, თბ., 1955