შინაარსზე გადასვლა

თირკმლის უკმარისობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თირკმლის უკმარისობათირკმელების ყველა ფუნქციის დარღვევის სინდრომი, რაც იწვევს წყლის, ელექტროლიტური, აზოტოვანი და სხვა სახის ცვლის მოშლას. ეს არის სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც თირკმელებს აღარ შეუძლიათ სისხლიდან ნარჩენი პროდუქტების ეფექტურად გაფილტვრა. განასხვავებენ თირკმლის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას:

  • თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც სწრაფად ვითარდება და შესაძლოა გაქრეს;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც ნელა ვითარდება და ხშირად შეუქცევადია.[1]

გამოყოფენ თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ზრდის 3 სტადიას (რისკი, დაზიანება, უკმარისობა) და 2 შედეგს (თირკმლის ფუნქციის დაკარგვა, თირკმლის ტერმინალური უკმარისობა).[2]

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფეხების შეშუპებას, დაღლილობის შეგრძნებას, ღებინებას, მადის დაკარგვასა და ცნობიერების დაბნევას. მწვავე და ქრონიკული უკმარისობის გართულებებია: ურემია, ჰიპერკალიემია და მოცულობითი გადატვირთვა.[3] ქრონიკული უკმარისობის გართულებები ასევე მოიცავს გულის დაავადებას, მაღალ არტერიულ წნევასა და ანემიას.[4][5]

  1. What is renal failure? en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2017. ციტირების თარიღი: 18 December 2017
  2. Шабалин В. В. Гринштейн Ю. И. Байкова О. А. Современные критерии острой почечной недостаточности. Значение классификации rifle Сибирское медицинское обозрение Выпуск № 2 / том 62 / 2010
  3. (2010) Renal Failure and Replacement Therapies (en). Springer Science & Business Media, გვ. 19. ISBN 9781846289378. 
  4. Liao MT, Sung CC, Hung KC, Wu CC, Lo L, Lu KC (2012). „Insulin resistance in patients with chronic kidney disease“. Journal of Biomedicine & Biotechnology. 2012: 691369. doi:10.1155/2012/691369. PMC 3420350. PMID 22919275.
  5. Kidney Failure en. ციტირების თარიღი: 11 November 2017