თინეიჯერი მგელი (2011 წლის სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თინეიჯერი მგელი
Teen Wolf Intertitle.png
ჟანრი თინეიჯერული დრამა, მისტიკა, სათავგადასავლო,
ავტორი ჯეფ დევისი
მონაწილეობენ ტაილერ პოუზი დილან ო'ბრაიენი ჰოლანდ როდენი შელი ჰენინგი
არდენ ჩო
დილან სპრეიბერი კრისტალ რიდი ტაილერ ჰეკლინი
კომპოზიტორი დინო მენეგინი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 6
ეპიზოდი 100 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ჯეფ დეივისი
რენე ეჩევარია
ტონი დისანტო
ადგილ(ებ)ი ატლანტა
ლოს-ანჯელესი
ხანგრძლივობა 40-43 წთ.
დისტრიბუტორი
ეთერი
ორიგინალური არხი MTV
პირველად ეთერში ივნისი 5, 2011 (2011-06-05)
უკანასკნელად ეთერში სექტემბერი 24, 2017 (2017-09-24)
ქრონოლოგია
საიტი mtv.com/shows/teen wolf/

თინეიჯერი მგელი“ (ინგლ. Teen Wolf) — ახალგაზრდული თინეიჯერული, მისტიკური დრამა, რომელიც გადაღებულია 1985 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით, ტელეკომპანია MTV-ის დაკვეთით. სერიალის ჩვენება 2011 წლის 5 ივნისს, MTV Movie Awards-ის დასრულების შემდეგ და დასრულდა 2017 წლის 24 სექტემბერს[1].

შოუს პრემიერას დადებითი შეფასება მოჰყვა. ცნობილ ამერიკულ საიტზე Metacritic-ზე პრემიერამ 100 ქულიდან 61 ქულა მოიპოვა. სერიალის პრემიერამ 2,18 მლნ მაყურებელი მიიზიდა. შოუ ოფიციალურად განაახლეს მეორე სეზონზე 2011 წლის 14 ივლისს. სეზონის გადაღებები ამავე წლის ნოემბერში დაიწყო. მეორე სეზონის პრემიერა 2012 წლის 3 ივნისს შედგა. ამავე წლის 12 ივლისს სერიალი მესამე სეზონზე განაახლეს, თუმცა ამჯერად სეზონში 12-ის ნაცვლად 24 სერია შეუკვეთეს. მესამე სეზონი 2013 წლის 3 ივნისს შედგა და სერიალის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგები დააგროვა. ამავე წელს სერიალი ოფიციალურად განაახლეს მეოთხე სეზონზე, რომლის პრემიერა 2014 წლის 23 ივნისს შედგა.მეხუთე სეზონი 2016 წლის 5 იანვარს შედგა,სადაც 20 ეპიზოდი შეუკვეთეს. გამოსულია 6A სეზონი. 6B სეზონი კი ზაფხულში გამოვიდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა. ერთ დღეს იგი თავის მეგობართან ერთად ტყეში წავა გვამის საპოვნელად. სწორედ ამ დროს დაესხმევა თავს ალფა. იგი ტყიდან გაქცევას მხოლოდ მცირე ნაკბენით შეძლებს. მომდევნო დღეს სკოტი თავის შესაძლებლობებში ცვლილებებს შეამჩნევს. მას შეუძლია გაიგოს რამდენიმე მეტრის მოშორებით რას ლაპარაკობენ. ხდება არაადამიანური ძალის პატრონი. ახლა მან თავის მეგობარ სტაილსთან და მაქცია დერეკთან ერთად უნდა ისწავლოს თავის გაკონტროლება, რათა დაიცვას ოჯახი, მეგობრები და შეყვარებული იმ საფრთხისგან, რომელიც მას და მის ქალაქს დაატყდება თავს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სკოტ მაქკოლი (ტაილერ პოუზი) - 18 წლის მოზარდი, რომელიც ბეიკონ-ჰილსის საშუალო სკოლაში სწავლობს. იგი ალფის ნაკბენის შედეგად ბეტა მაქცია გახდა. მუშაობს ექიმი დიტონის ვეტერინალურ კლინიკაში. მწვრთნელი ბობი ფინსტოკი მას ლაკროსის გუნდის ნახევარ-კაპიტანად ნიშნავს. თავიდან ის უარს ამბობს ახალ შესაძლებლობებზე და ცდილობს ლიკანტროპიისგან განსაკურნი წამალი იპოვოს, თუმცა დერეკი მას უკანასკნელ შანსს უწურავს, როცა იმ ალფას კლავს, რომელმაც ის მოაქცია. მეორე სეზონში სკოტი საკუთარ შესაძლებლობებს ეჩვევა და მათ გამოყენებას სწავლობს. მესამე სეზონში ის "ნამდვილი ალფა" ხდება.
  • ელისონ არჯენტი (კრისტალ რიდი) - 18 წლის მოსწავლე, რომელიც ბეიკონ ჰილსში ცოტა ხნის წინ გადავიდა. ის სკოტ მაქკოლის გულს იგებს და მისი შეყვარებული ხდება. როცა ელისონმა გაიგო, რომ სკოტი მაქციაა, მას მისი დაჭერა უნდოდა, რადგან მამიდამისმა უთხრა, რომ ყველა მაქცია მკვლელია. საბოლოო ჯამში ელისონი ურიგდება თავისი შეყვარებულის ზებუნებრივობას. ის მაქციებზე მონადირეების ოჯახის წევრია. მესამე სეზონის ბოლოს ის ონის ხმლით კვდება და სკოტს ეუბნება, რომ ყოველთვის უყვარდა და მუდამ ეყვარება. ონების დამარცხება მხოლოდ რკინით შეიძლება.
  • სტაილს სტილინსკი (დილან ო'ბრაიენი) - 18 წლის მოსწავლე, სკოტის საუკეთესო მეგობარი, ლაკროსის გუნდის წევრი. მეორე კლასიდან უყვარს ლიდია მარტინი. მამამისი ქალაქის შერიფია, დედამისი მაშინ დაიღუპა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. პირველ სეზონში ამბობენ, რომ „სტაილსი“ არ არის მისი ნამდვილი სახელი. მესამე სეზონში სტაილსში ბნელი სული - ნოგიცუნე ჩასახლდება. მისი ნამდვილი სახელი მეჩისლავია. მეექვსე სეზონში მას რაინდი მოჩვენებები წაიყვანენ.
  • დერეკ ჰეილი (ტაილერ ჰეკლინი) - დაბადებიდან მაქციაა. მისი ოჯახის თითქმის ყველა წევრი მაქცია იყო. თითქმის მთელი ოჯახი ხანძრის შედეგად დაიღუპა, რომელიც მონადირეების ოჯახის წევრმა კეიტ არჯენტმა გააჩინა. მოკლა ბიძამისი პიტერ ჰეილი, იმისთვის რომ ალფა გამხდარიყო. სკოტს შესაძლებლობების გაკონტროლებაში ეხმარება. მეორე სეზონში ხროვის შექმნას ცდილობს. მის ხროვაში იყვნენ: აიზეკ ლეიჰი, ერიკა რეიესი და ვერნონ ბოიდი. მესამე სეზონში დერეკის ტრაგიკულ წარსულზე ბევრ რამეს ვიგებთ.
  • ლიდია მარტინი (ჰოლანდ როდენი) - 18 წლის მოსწავლე. სკოლის ლამაზმანი. დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ჯექსონ უითმორს. სკოლის ლამაზმანის სტატუსის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეა. შეუძლია „მოლოტოვის კოქტეილი“ უბრალოდ იმ ნივთერებისგან გააკეთოს, რაც ქიმიის კაბინეტში ინახება. ალფის ნაკბენის შემდეგ მას იმუნიტეტი გამოუმუშავდება და ამის შედეგად ხდება მოტირალი ქალი, სიკვდილის მაცნე ანუ ბანში.
  • ჯექსონ უითმორი (კოლტონ ჰეინსი) - 18 წლის მოსწავლე. სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი. ლაკროსის გუნდის ნახევარ კაპიტანი. უითმორების ნაშვილები შვილი. დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა ლიდია მარტინს, თუმცა შემდეგ ელისონის გამო მიატოვა. აინტერესებს რა ემართება სკოტს და როცა მის საიდუმლოს იგებს, მასაც უჩნდება მაქციობის სურვილი. ალფის ნაკბენის შედეგად, ის ხდება კანიმა - ანუ „ხვლიკი მაქცია“. ჯექსონი მესამე სეზონში აღარ ბრუნდება სერიალში.
  • აიზეკ ლეიჰი (დანიელ შერმანი) - სკოლის მოსწავლე. სერიალში მეორე სეზონში შემოდის. პირველია, ვისაც დერეკი თავისი ხროვაში გაწევრიანებისთვის მოაქცევს. დიდი ხნის მანძილზე ის მამამისის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოქცევის შემდეგ ის დერეკის და სკოტის თანამზრახველი ხდება და კანიმას დამარცხებაში ეხმარება.
  • კირა იუკიმურა (არდენ ჩო) - სკოლის ახალი მოსწავლე. სერიალში მესამე სეზონის მეორე ნაწილში შემოდის (მე-13 სერია). თავიდან ის ჩვეულებრივი, უწყინარი გოგო ჩანდა, თუმცა შემდეგ იგი თავისი შესაძლებლობების შესახებ გაიგებს. კირა აღმოაჩენს რომ ის „მელა-მაქციაა“ ანუ კიცუნე. მას ელექტროენერგიის მართვა შეუძლია. მესამე სეზონში სკოტის შეყვარებული ხდება.

გამოყენებული არსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალფა - ყველაზე ძლიერი მაქციის სახეობა. ალფას შეუძლია ფორმის შეცვლა (თუმცა ყველას არა. ეს იშვიათი ნიჭია). მხოლოდ ალფას შეუძლია ადამიანი მაქციად მოაქციოს. თვალის ფერი: წითელი
  • ბეტა - მაქციის სახეობა. არ არის ისეთი ძლიერი როგორც ალფა. ბეტას შეუძლია ალფად იქცეს მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ალფას მოკლავს. თუმცა არის ალფად ქცევის ძალზედ იშვიათი საშუალება. როდესაც ბეტა თავისი იმუნიტეტის და ხასიათის წყალობით ხდება „ნამდვილი ალფა. ბეტას თვალის ფერი ყვითელი ან ცისფერი
  • ომეგა - მაქციის ყველაზე სუსტი სახეობა. ომეგა - ანუ მარტოსული მგელი. მაქცია, რომელსაც ხროვა არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს რომ არ აქვს ძალა. თვალის ფერი ცისფერი
  • კანიმა - მაქციის იშვიათი სახეობა, რეპტილია. „ხვლიკი მაქცია“ - ეს იშვიათი შემთხვევაა. კანიმამ არ იცის ვინ არის და როგორ გამოიყურება. კანიმად შეიძლება მხოლოდ ისეთი ადამიანი იქცეს, ვისაც მისნაირი წარსული აქვს. ვინც არ იცის თავისი წარმომავლობის შესახებ. ამიტომ იქცა ჯექსონი კანიმად.
  • ბანში - სიკვდილის მაცნე, მოტირალი ქალი. მისი ძალა ყვირილშია. ყვირის მაშინ, როცა გრძნობს რომ სიკვდილი ახლოსაა.
  • დრუიდი - ალფების „ემისარები“ - ანუ მრჩეველები. როდესაც ალფას რჩევის მიღება უნდოდა, დრუიდებთან მიდიოდნენ. დრუიდმა ბევრი რამ იცის ზებუნებრივი სამყაროს შესახებ. მათი წარმომავლობა ძველი კელტური ტომებიდან მოდის.
  • დარაქი - გზას აცილებული დრუიდი, ანუ დრუიდი რომელიც ბოროტ გზას დაადგა. მისი მიზანი შურისძიებაა.
  • კიცუნე - იაპონური ლეგენდებისა და მითების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მელა-მაქცია. სერიალში მისი შესაძლებლობა ელექტროენერგიის მართვაა. არსებობს კიცუნეს 13 სახეობა. თვალის ფერი ნარინჯისფერი
  • ნოგიცუნე - კიცუნეს ბნელი სახეობა. "ცარიელი კიცუნე", "ბნელი კიცუნე". ის ტანჯვით, გაუგებრობით და ქაოსით იკვებება.
  • ონები - დემონები, რომლებიც კიცუნეს ცხრა კუდის შეწირვის შედეგად ჩნდებიან. რაც უფრო ძველი იქნება კუდი, მით უფრო ძლიერი იქნება ონი.
  • ბალამი - იაგუარი მაქცია. მექსიკური მითების მიხედვით ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული დემონი, რომელსაც შურისძიება სწყურია. თვალის ფერი მწვანე
  • ცერბერი–მიწისქვეშეთის მცველი.ცეცხლაგმძლე ძაღლი.ჟივადონის ურჩხულის მტერი.თვალის ფერი–ნარინჯისფერი
  • ჟივადონის ურჩხული–გიგანტი მაქცია.მან არ იცის ვინ არის და უნდა რომ გაიხსენოს.თვალის ფერი–თეთრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Swift, Andy. (August 17, 2017) Teen Wolf Series Finale Date Set.