თინეიჯერი მგელი (ეპიზოდების სია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინეიჯერი მგელი — ახალგაზრდული თინეიჯერული, მისტიკური დრამა, რომელიც გადაღებულია 1985 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით, MTV-ის დაკვეთით.

ეპიზოდების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდი ეთერში გასვლის თარიღი
პირველად ეთერში ბოლოს ეთერში
1 12 5 ივნისი, 2011 (2011-06-05) 15 აგვისტო, 2011 (2011-08-15)
2 12 3 ივნისი, 2012 (2012-06-03) 13 აგვისტო, 2012 (2012-08-13)
3 24 12 3 ივნისი, 2013 (2013-06-03) 19 აგვისტო, 2013 (2013-08-19)
12 6 იანვარი, 2014 (2014-01-06) 24 მარტი, 2014 (2014-03-24)
4 12 23 ივნისი, 2014 (2014-06-23) 8 სექტემბერი, 2014 (2014-09-08)
5 20 10 29 ივნისი, 2015 (2015-06-29) 24 აგვისტო, 2015 (2015-08-24)
10 5 იანვარი, 2016 (2016-01-05) 8 მარტი, 2016 (2016-03-08)

1 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდების აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი სერიალში
ნომერი სეზონში
ეპიზოდის სახელი
გამოსვლის თარიღი
ეპიზოდის მოკლე აღწერა
მაყურებლების რაოდენობა (მლნ)
1 1 მგლის მთვარე (Wolf Moon) 5 ივნისი, 2011 სკოტ მაკ-კოლი და მისი საუკეთესო მეგობარი სტაილსი ტყეში გვამის მოსაძებნად მიდიან. ტყეში სკოტს თავს მაქცია დაესხმება. მეორე დღეს იგი თავის შესაძლებლობებში სიახლეს ამჩნევს. მას სუპერ შესაძლებლობები ენიჭება. სკოტს მის სკოლაში ახლადგადმოსული გოგონა - ელისონ არჯენტი უყვარდება, რომელიც როგორც აღმოჩნდება მაქციებზე მონადირეების ოჯახიდანაა. 2,17
2 2 შანსი ყველაფრის თავიდან დასაწყებად (Second Chance at First Line) 6 ივნისი, 2011 სკოტი ცდილობს ლაკროსის გუნდში მოხვდეს ნებისმიერ ფასად, თუმცა ამავდროულად ის ვერ იმორჩილებს თავის ცხოველის ინსტინქტებს და თავისი საუკეთესო მეგობრის, სტაილსის მოკვლას შეეცდება. 1,47
3 3 დაკარგული გონება (Pack Mentality) 13 ივნისი, 2011 სკოტი დერეკთან მიდის და მას ბრალს სდებს იმის გამო, რომ მან მას უკბინა და მაქციად აქცია. ხელჩართული ბრძოლის მერე, დერეკი ბიჭს ეუბნება, რომ ის მას არ მოუქცევია. ადამიანის მაქციად ქცევა მხოლოდ უძლიერეს სახეობას - ალფა მაქციას შეუძლია. ისინი კი ბეტები არიან. სკოტი ხვდება, რომ მათ გარდა კიდევ არის ვიღაც, რომლის ვინაობის გარკვევაც მოუწევთ. 1,83
4 4 მაგიური ტყვია (Magic Bullet) 20 ივნისი, 2011 ქალაქში იდუმალი ქალი - კეიტ არჯენტი ჩამოდის, რომელიც როგორც აღმოჩნდება ელისონის მამიდაა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაქციებზე მონადირეა. ალფის დაჭერის მცდელობისას ის დერეკს მაგიურ ტყვიას მოახვედრებს. დერეკს 24 საათი აქვს ტყვიის ნარჩენების ორგანიზმიდან ამოსაღებად, თორემ ის მოკვდება. 1,80
5 5 ლეგენდა (The Tell) 27 ივნისი, 2011 ჯექსონი და ლიდია დისკების მაღაზიაში მიდიან, სადაც ჯექსონს ალფა დაესხმევა თავს. სტაილსი ლიდიაზე ღელავს და მის მოსანახულებლად მიდის. ამ დროს იგი მის ტელეფონში ალფას ვიდეოს ნახავს, რომელიც ლიდიამ თავდასხმისას გადაიღო. მანამ კი სკოტი და ელისონი ტყეში მიდიან. სკოტი ცდილობს ელისონს ყველაზე მხიარული დაბადების დღე მოუწყოს, მაშინ როცა სკოლაში მშობელთა კრება ცუდად დასრულდება. მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მთის ლომი ესხმით თავს... 1,68
6 6 გულის მონიტორი (Heart Monitor) 4 ივლისი, 2011 სკოტი და სტაილსი ცდილობენ ალფას ვინაობა გაარკვიონ. ამიტომ დერეკთან ერთად სკოლაში მიდიან, რომ ყმუილით ხმა მიაწვდინონ. ალფა სწორედ მაშინ გამოჩნდება როცა ისინი ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. ის დერეკს დაჭრის და ბიჭი ძირს უგონოდ ეცემა. შეშინებული სკოტი და სტაილსი სკოლაში შერბიან, ალფა კი მათ უკან მისდევს. 1,21
7 7 ღამე სკოლაში (Night School) 11 ივლისი, 2011 სკოლაში გატარებული ღამე ბავშვებისთვის ყველაზე საშინელ ღამედ იქცევა. ალფა სკოტზე, სტაილსზე, ელისონზე, ლიდიაზე და ჯექსონზე ნადირობს. სკოტი ხვდება, რომ ალფას უნდა ის მის ხროვაში შეიყვანოს, ამისთვის კი აუცილებელია მან თავისი ძველი ხროვა - ანუ თავისი მეგობრები დახოცოს. 1,66
8 8 მთვარეული (Lunatic) 18 ივლისი, 2011 სავსე მთვარეობისას სკოტი თავს ვერ აკონტროლებს და თავისი მეგობრების მოკვლას ცდილობს. მას ხელს დერეკი შეუშლის, რომელიც როგორც აღმოჩნდება არ მომკვდარა. იგი სკოტს თავის გაკონტროლებაში ეხმარება. რამდენიმე კვირიანი მცდელობის შემდეგ, ჯექსონი როგორც იქნა არკვევს, რომ სკოტი მაქციაა. 1,76
9 9 მგლის საწამლავი (Wolf's Bane) 25 ივლისი, 2011 სკოტი, დერეკი და სტაილსი ალფის ვინაობის გარკვევას ცდილობენ. მათ ეჭვმიტანილთა სიაში უამრავი ადამიანია, თუმცა საბოლოოდ ალფა ის აღმოჩნდება, ვისზეც ისინი არც კი ეჭვობდნენ. დერეკის პარალიზებული ბიძა პიტერი ახალ ამპლუაში - უძლიერესი და შურისმაძიებელი მაქციის როლში ბრუნდება. 1,93
10 10 ნახევარ-კაპიტანი (Co-Captain) 1 აგვისტო, 2011 პიტერი დერეკს და სკოტს უხსნის თუ რა გადაიტანა ამდენი წლის მანძილზე. მას უნდა რომ ისინი მის ხროვაში შევიდნენ და იმ ადამიანებზე შურისძიებაში დაეხმარნონ, ვინც ჰეილების სახლი გადაწვა. კეიტი ელისონს მაქციების შესახებ უყვება და დატყვევებულ დერეკს აჩვენებს. 1,49
11 11 ფორმალობა (Formality) 8 აგვისტო, 2011 პიტერი ცხოველთა კლინიკაში მიდის, რათა სკოტი წაიყვანოს, თუმცა დიტონი მას მისი წაყვანის ნებას არ აძლევს. ელისონის მამა ჯექსონისგან იგებს, რომ ბეტა მაქცია რომელსაც ისინი ამდენი ხანია ეძებენ სკოტია. პიტერი ლიდიას მოკვლას ცდილობს და ლაკროსის მოედანზე უკბენს მას. ელისონი ხედავს, რომ სკოტი მაქციაა. 1,74
12 12 კოდექსის დამრღვევი (Code Breaker) 15 აგვისტო, 2011 პიტერს შურისძიება სურს იმ ადამიანზე, ვინც ჰეილების სახლში ხანძარი გააჩინა. ეს ადამიანი კი ელისონის მამიდა კეიტ არჯენტი აღმოჩნდება. ის მის მოკვლას ცდილობს და კლავს კიდეც. სკოტი და დერეკი პიტერს ებრძვიან და მას ამარცხებენ. დერეკი პიტერს კლავს, ამიტომაც მისი ძალა დერეკს გადაეცემა და დერეკი ხდება ალფა. ჯექსონი მასთან მიდის და სთხოვს, რომ მოაქციოს. დერეკიც მის ნებას ასრულებს და ბიჭს უკბენს. ლიდია პიტერის ნაკბენის შემდეგ არც მაქციად იქცევა და არც კვდება. სკოტი და სტაილსი ვერ ხვდებიან, რა არსებაა ის. 2,08

2 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდების აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი სერიალში
ნომერი სეზონში
ეპიზოდის სახელი
გამოსვლის თარიღი
ეპიზოდის მოკლე აღწერა
მაყურებლების რაოდენობა (მლნ)
13 1 ომეგა (Omega) 3 ივნისი, 2012 ახალი სასწავლო წელი ბეიკონ ჰილსში ახალი პრობლემებით იწყება. სკოტის და ელისონის ერთად ყოფნას ელისონის მშობლები ეწინააღმდეგებიან. ქალაქში კრისის და კეიტის მამა - ჯერარდ არჯენტი ჩამოდის. იგი მონადირეების ხელმძღვანელია. ასევე სკოლაში ახალი მოსწავლე მეთი გადადის, რომელსაც ელისონი მოეწონება. მონადირეების გუნდი ჯერარდის ხელმძღვანელობით ომეგას იჭერენ, რომელსაც უზარმაზარი ხმლით შუაზე ჭრიან. ჯერარდი ამბობს, რომ მას მერე რაც მაქციებმა კეიტი მოკლეს მათი კოდექსი აღარ არსებობს და ისინი ქალაქში არსებულ ყველა მაქციას მოკლავენ. დერეკი ხროვის შექმნას ცდილობს და ახალ პერსონაჟს აიზეკ ლეიჰის მაქციად აქცევს. 2,11
14 2 სხეულის შემცვლელი (Shape Shifted) 4 ივნისი, 2012 აიზეკს მამამისი აწამებს, თუმცა აიზეკი მას გაექცევა. მამამისი მას უკან მისდევს და რაღაც არსება მას ცივსისხლიანად კლავს. სავსემთვარეობა ახლოვდება და იმისთვის, რომ სკოტმა არავის არაფერი დაუშავოს, სარდაფში ჩაკეტვას გადაწყვეტს. თუმცა მისი ეს გეგმა ფასს დაკარგავს, როდესაც ამოუცნობი არსება, რომელსაც ხვლიკის ფორმა აქვს ელისონს დაესხმევა თავს. 1,75
15 3 ყინულის სახრახნისი (Ice Pick) 11 ივნისი, 2012 დერეკი თავისი ხროვისთვის კიდევ ორ ახალგაზრდას - ერიკას და ბოიდს მოაქცევს. ლიდიას პიტერ ჰეილის მოლანდებები მოსვენებას არ აძლევს. 1,76
16 4 გადაგვარებული (Abomination) 18 ივნისი, 2012 ამოუცნობი არსება ლაკროსის მატჩის დროს დერეკს და სტაილსს ესხმის თავს. მათ სკოტი დაეხმარება. როდესაც არსება თავის გამოსახულებას დაინახავს სარკეში შეშინებული გარბის. დერეკი ხვდება, რომ ეს „გადაგვარებული“ მაქციის სახეობაა, რომელსაც კანიმა ჰქვია. ჯერარდი ხვდება, რომ სკოტი მაქციაა და მას დედამისის მოკვლით ემუქრება, თუ დერეკის პოვნაში არ დაეხმარება. 1,69
17 5 შხამიანი (Venomous) 25 ივნისი, 2012 სკოტი და დერეკი ცდილობენ გაარკვიონ ვინ არის კანიმა. საბოლოო ვარიანტები ორ ადამიანმდე დავა- ჯექსონი და ლიდია. აღმოჩნდება, რომ კანიმა ჯექსონია. იგი ვიღაც იდუმალ პიროვნებასთან მიდის და მას მეგობრობის ნიშნად ხელზე ხელს დაადებს. 1,65
18 6 მეგობარი მტერი (Frenemy) 2 ივლისი, 2012 სტაილსი და სკოტი ჯექსონის დაჭერას ცდილობენ. ელისონი და ლიდია არკვევენ, რომ კანიმას ვიღაც აკონტროლებს. სწორედ ამ ადამიანის ბრძანებებს ასრულებს ჯექსონი და გაუცნობიერებლად კლავს ხალხს. 1,65
19 7 თავშეკვაბულობა (Restraint) 9 ივლისი, 2012 ლიდიას პიტერ ჰეილი გამოეცხადება, რომელიც მას ეუბნება რომ ის მისი დამატებითი გეგმა იყო. პიტერი ლიდიას არიგებს რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ მან ის გააცოცხლოს. 1,72
20 8 მბოდავი (Raving) 16 ივლისი, 2012 ელისონის დედა სკოტის მოკვლას ცდილობს, თუმცა სკოტს დერეკი გადაარჩენს. მისი გადარჩენის მცდელობისას კი ის ქალს უკბენს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიქტორიამ მონადირეების კოდექსის მიხედვით თავი უნდა მოიკლას. სტაილსი, აიზეკი და ერიკა ჯექსონის საშუალებით კანიმას მმართველს დაუკავშირდებიან და ცდილობენ გაარკვიონ ვინ არის ის, ან რატომ ხოცავს ხალხს. მმართველი მათ ეუბნება, რომ ეს მისი პირადი შურისძიებაა. 1,33
21 9 მოულოდნელი წვეულება (Party Guessed) 23 ივლისი, 2012 ლიდიას დაბადების დღეზე წვეულებას მართავს, სადაც ყველას მგლის საწამლავით აბრუებს. მათ შორის სკოტსაც, სტაილსსაც და ელისონსაც. თვითონ კი დერეკს გათიშავს და მისი ალფური ძალის დახმარებით პიტერს გააცოცხლებს. სკოტი და სტაილსი არკვევენ, რომ კანიმას მმართველი მეთია. 1,65
22 10 ერინიები (Fury) 30 ივლისი, 2012 მეთი სკოტს და სტაილსს პოლიციის განყოფილებაში გამოიჭერს და თავის ისტორიას უყვება. ის ამბობს, თუ რატომ უნდოდა შურისძიება და იმ ადამიანების მოკვლა, ვინც კანიმას დახმარებით დახოცა. იგი თავისი საქციელის გასასამართლებლად ბერძნულ მითს იყენებს ერინიებზე. მეთს ჯერარდი კლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კანიმას მომდევნო მმართველი ხდება. 1,60
23 11 ბრძოლის მოედანი (Battlefield) 6 აგვისტო, 2012 ჯერარდი სკოტს ემუქრება, რომ ახლა კანიმას მმართველი თავად არის და თუ ის მას დერეკის პოვნაში არ დაეხმარება, მაშინ კანიმა მისთვის ძვირფას ადამიანს მოკლავს. 1,72
24 12 მთავარი გეგმა (Master Plan) 13 აგვისტო, 2012 საბოლოო ბრძოლაში სკოტი, დერეკი და მათი მეგობრები ჯერარდს და კანიმას ამარცხებენ. ჯექსონი განიკურნება და სრულფასოვანი მაქცია ხდება. ჯერარდი კი გაქცევას ახერხებს. პიტერი დერეკს ატყობინებს, რომ ბეიკონ ჰილსში ალფების ხროვა ჩამოვიდა. 1,71

3 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი სერიალში
ნომერი სეზონში
ეპიზოდის სახელი
გამოსვლის თარიღი
ეპიზოდის მოკლე აღწერა
მაყურებლების რაოდენობა (მლნ)
25 3 ტატუიერება (Tattoo) 3 ივნისი, 2013 აიზეკი ამნეზიით იღვიძებს და ალფების ხროვიდან უცნობი გოგონა იხსნის. ჯექსონი ლონდონში წავიდა. ელისონი საკამოდ კარგი მაქციებზე მონადირე გახდა, სკოტი კი მთელი ზაფხული ვარჯიშობდა რათა უკეთესი პიროვნება გამხდარიხო. დერეკი ბოიდს და ერიკას ეძებს,რომლებიც ალფების ხროვამ დაატყვევა.რაღა ამოუცნობი ძალა ბეიკონ ჰილზს აგიჟებს. დიტონი შეამჩნევს რომ ცხოველები თავს განზრახ იკლავენ. დერეკი სკოტს ტატუს უკეთებს და უყვება ალფების ხროვის ლიდერზე- დიუქლეონზე, რომელიც მართალია ბრმა,მაგრამ ალფებს შორის ყველაზე ძლიერი და ლეტალურია. 2.36
26 2 ქაოსის ზრდა (Chaos Rising) 10 ივნისი, 2013 სტაილსის ბავშვობის მეგობარი,ჰივერი იკარგება. ბიჭები აიზეკს გამოჯანმრთელებასა და მეხსიერების აღდგენაში ეხმარებიან, სწორედ ასე იპოვიან ბოიდს და სხვა ქალ მაქციას,რომლებიც ბანკის საცავში არიან ჩაკეტილები.ერიკა უკვე მკვდარია. როდესაც დერეკი და სკოტი მათ გადასარჩენად მივლენ,დერეკი ხვდება რომ ქალი მაქცია მისი უმცროსი და,ქორაა რომელიც მკვდარი ეგონა. სტაილსი და პიტერი გაიგებენ რომ ბოიდი და ქორა 3 თვეა სავსემთვარეობისას არ გადაქცეულან. გაგიჟებულმა და სისხლმოწყურებულმა ბოიდმა და ქორამ კინაღამ მოკლეს დერეკი და სკოტი,სანამ ელისონმა არ გადაარჩინა,ცირცელის წრე გახსნა და ბოიდი და ქორა გაიქცნენ. 2.11
27 3 ციცინათელები (Fireflies) 17 ივნისი, 2013 სტაილსის ბავშვობის მეგობარი,ჰევერი იკარგება. ბიჭები აიზეკს გამოჯანმრთელებასა და მეხსიერების აღდგენაში ეხმარებიან, სწორედ ასე იპოვიან ბოიდს და სხვა ქალ მაქციას,რომლებიც ბანკის საცავში არიან ჩაკეტილები.ერიკა უკვე მკვდარია. როდესაც დერეკი და სკოტი მათ გადასარჩენად მივლენ,დერეკი ხვდება რომ ქალი მაქცია მისი უმცროსი და,ქორაა რომელიც მკვდარი ეგონა. სტაილსი და პიტერი გაიგებენ რომ ბოიდი და ქორა 3 თვეა სავსემთვარეობისას არ გადაქცეულან. გაგიჟებულმა და სისხლმოწყურებულმა ბოიდმა და ქორამ კინაღამ მოკლეს დერეკი და სკოტი,სანამ ელისონმა არ გადაარჩინა,ცირცელის წრე გახსნა და ბოიდი და ქორა გაიქცნენ. 1,67

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]