თინგვადლავატნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თინგვადლავატნი
თინგვადლავატნი
თინგვადლავატნი
კოორდინატები: 64°11′ ჩ. გ. 21°09′ დ. გ. / 64.183° ჩ. გ. 21.150° დ. გ. / 64.183; -21.150
მდებარეობა ისლანდიის დროშა ისლანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 103 
ფართობი 84 კმ²
საშუალო სიღრმე 34 
მაქსიმალური სიღრმე 114 
გამომდინარე მდინარე სოგი
თინგვადლავატნი — ისლანდია
თინგვადლავატნი

თინგვადლავატნი (ისლ. Þingvallavatn) — გამდინარე ტბა ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 103 მ სიმაღლეზე. თინგვადლავატნი ისლანდიის უდიდესი ტბაა.

სარკის ფართობი 84 კმ², საშუალო სიღრმე 34 მ, უდიდესი სიღრმე 114 მ.[1] მდებარეობს ვულკანურ პლატოზე არსებულ ტექტონიკურ ღრმულში. ტბაში არსებობს ვულკანური გენეზისის კუნძულები.

თინგვადლავატნის გარშემო არსებული ნასხლეტები მიუთითებს, რომ ამ ადგილას ევროპისა და ამერიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ტბაში განლაგებულია სილფრის რიფტი. წარმოადგენს თინგველირის ეროვნული პარკის ნაწილს. ტბიდან გამოედინება მდინარე სოგი (სიგრძე დაახლოებით 20 კმ). განვითარებულია თევზჭერა. ძირითადად იჭერენ კალმახს. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე საფუძველი ჩაეყარა ისლანდიის პარლამენტს — ალთინგს 930 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]