თინათინ სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თინათინ სანიკიძე (დ. 22 ივლისი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მხატვარი და არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თინათინ სანიკიძემ 2000 წელს დაამთავრა თბილისის ანი ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია. 2000 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2005 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტორის სპეციალობით. 2005 წელს მუშაობა დაიწყო 3-დე ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტში, 3-დე დიზაინერის სპეციალობით. 2006-2008 წლებში მუშაობდა სტუდია „ემ დიზაინში“ ინტერიერის დიზანერად. 2008-2012 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ პროექტების მენეჯერი და არქიტექტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს გამართა გამოფენა თბილისში, გალერეა „შარდენში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მისი ფერწერული ტილოები (ზეთი, აკვარელი, პასტელი), ასევე გრაფიკული ნახატები. 2012-2013 წლებში თინათინ სანიკიძე მუშაობდა „ჯიეს გრუპში“. ამ პერიოდისთვის მან უკვე მრავალი არქიტექტურული პროექტი დაასრულა (მაგ. გლდანის თეთრი ტბა, საქართველოს ბანკის რამდენიმე ფილიალი, კომპანია „ვულე ვუს“ ერთ-ერთ ფილიალი). 2013 წელს თინათინ სანიკიძე მიიწვიეს გაბალას მესამე საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით „პორტრეტის მელოდია“. ამავე წელს თინათინ სანიკიძემ მიიღო მონაწილეობა თურქეთში, ქ. ტრაპიზონში გამართულ მე-6 საერთაშორისო არტ-ფესტივალში, სადაც დაჯილდოვდა სიგელით. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო თურქი და ქართველი მხატვრების ერთობლივ გამოფენაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში. ცოტა ხნის შემდეგ მიიღო მონაწილეობა ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენაში გალერეა „Vetro vario“-ში. 2014 წელს მონაწილეობდა ეგვიპტეში (კაირო) საერთაშორისო გამოფენაში და ნიუ-იორკში გამართულ არტ-ექსპოში. 2015 წელს — ბაქოში (აზერბაიჯანი) გამოფენაში სახელწოდებით „მეგობრობის ძალა“. მნიშვნელოვანი ადგილი თინათინის ნამუშევრების საგამოფენო ისტორიაში უჭირავს რომის (იტალია) გამოფენას (2015 წლის ივლისი), რომელიც გაიმართა „Vacarella art gallery“-ში. 2016 წლიდან თიკო მუშაობას განაგრძობს შპს „ელიტა ბურჯში“. აქ მუშაობის პერიოდში ის იყო სასტუმრო „შეკვეთილის“ პროექტის მენეჯერი და დიზაინერი; პროექტის „პანორამა თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს პროექტის მენეჯერი. ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში მან 3 გამოფენა გამართა აშშ-ში (ნიუ-იორკში). მათ შორის ერთი — ჯგუფური „Agora gallery“-ში და 2 პერსონალური (საქართველოს საკონსულოში ნიუ-იორკში და ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]