თინათინ ოჩიაური
| თინათინ ოჩიაური | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1920[1] |
| დაბ. ადგილი | ახიელი, ტფილისის გუბერნია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
| გარდ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 2010[1] (89 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
| საქმიანობა | ისტორიკოსი[1] და ეთნოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
თინათინ ალექსის ასული ოჩიაური (დ. 27 ოქტომბერი, 1920, ახიელი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 2010) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969).[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ეთნოგრაფ ალექსი ოჩიაურის ოჯახში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.[3]
სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების ფუძემდებლების გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო; იგი ძირითადად ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. მან პირველმა შეისწავლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ თინათინ ოჩიაური : [განცხადება გარდაცვალების შესახებ]. საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2010. 21 ოქტომბერი, N196 (6565), 11 გვ.
- 1 2 თინათინ ოჩიაური ― ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის მკვლევარი[მკვდარი ბმული]
- დაბადებული 27 ოქტომბერი
- დაბადებული 1920
- გარდაცვლილი 18 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 2010
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი ეთნოლოგები
- ქართველი ისტორიკოსები
- დუშეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ოჩიაურები