თინათინ ბოლქვაძე
თინათინ ბოლქვაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | თინათინ ბოლქვაძე |
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1918 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 11 მარტი, 2003 (84 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1949–2003 |
მშობლები | მამა: ალექსი ბოლქვაძე |
ჯილდოები |
საქართველოს სახალხო არტისტი (1971) აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1976) |
თინათინ ბოლქვაძე (დ. 29 ნოემბერი, 1918, ოზურგეთი — გ. 11 მარტი, 2003[1]) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1971), აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1940–1948 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1949 წლიდან კი სოხუმის ჭანბას სახელობის თეატრის (ქართული დასი, შემდგომში — კ. გამსახურდიას დრამატული თეატრი) მსახიობი იყო. შესრულებული აქვს როლები: ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გულიკო (გენო ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), სმერალდინა (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), ნინო (მარიკა ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), კატრინი (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ლილი ბელი (პატრიკის „უცნაური მისის რევიკი“), ნასტია (აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), მარგარიტი (ანატოლ ფრანსის „მუნჯი ცოლი“) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958: საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1971: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1976: აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
- 1998: ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 11 მარტი, 2003, N64 (4443), გვ 8. თინათინ ბოლქვაძე: ნეკროლოგი
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1958. № 1. გვ. 17.