თინათინ ბაბლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თინათინ ბაბლიძე
დაბ. სახელი თინათინ ბაბლიძე
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1933 (1933-04-29) (86 წლის)
ქარელი
საქმიანობა მსახიობი

თინათინ ნიკოლოზის ასული ბაბლიძე (დ. 29 აპრილი, 1933, ქარელი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1957 წელს დაამთავრა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მსახიობად მუშაობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი შემოქმედება გამოირჩევა უშუალობით, სიწრფელით, ცოცხალი ტემპერამენტით, გმირის ხასიათში ღრმად წვდომის უნარით. ერთნაირი წარმატებით გამოდის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე პიესებში.

ასრულებს განსხვავებული ხასიათის როლებს: სალომე (დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“), მარტირიო (ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), გადია (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), არმიდა (ედუარდო . დე ფილიპოს „მოჩვენებანი“), მატილდა (მოლიერის „ძალად ექიმი“), შუშანა ( ალექსანდრე ჩხაიძის „მიღების დღე“), სმერალდინა (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), პოლიოპკინა ( გოგოლის „რევიზორი“), ზემფირა (აკაკი გეწაძის „პაემანი ცაში“), ცუცუნა (გივი ჭიჭინაძის „უკანასკნელად კივის მატარებელი“) და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]