თიკა (კენია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიკას ადგილმდებარეობა კენიაში

თიკა (ინგლ. thika) — პატარა ქალაქი კენიის ცენტრალურ პროვინციაში. იგი მდებარეობს 40 კმ2-ში ნაირობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე თიკაზე. ქალაქ თიკას მოსახლეობა 1999 წლის მონაცემებით 88,265 კაცს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება. თიკა მდებარეობს ზღვის დონიდან 1531 მეტრზე.