შინაარსზე გადასვლა

თითისტარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თითისტარი (ინგლ. spindle, whorl) შედგება მბრუნავი წვრილთავიანი, „მუცლიანი“ ჯოხისგან, ქვის ან თიხის კვირისტავისგან. დანადგარი სწრაფი ტრიალით ახვევს მატყლს და გამოიყენება მისგან ძაფის დასაგრეხად (დასართავად). საჩეჩელზე, რომელიც ხის დაფაზე მოთავსებული მახათებიანი ხელსაწყოა, ათავსებენ მატყლს (ბამბას, აბრეშუმს) მის „დასაჩეჩად“. დაჩეჩილი მატყლისგან (ფთილა) იწყება ძაფის დართვა და დახვევა. ეს არის უძველესი საფეიქრო მოწყობილობა, გამოგონებული უძველესი ცივილიზაციების მიერ - შემორჩენილია სამხრეთ ამერიკული და პრე-კოლუმბიური თითისტარები, ახ.წ. 300 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თითისტარი“-დან