თიანეთის მარიამწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიანეთის მარიამწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,2 x 3 მეტრი). აქვს სწორკუთხა საკურთხეველი. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩამონგრეულია გადახურვა, მთლიანად დანგრეულია სამხრეთი კედელი, დანარჩენი კედლები 2–2,5 კილომეტრზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში სწორკუთხა სარკმელია გადაჭრილი. მეორე სარკმელი დასავლეთ კედელშია საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა (სამხრეთი ნიშის მხოლოდ ძირია შემორჩენილი). ინტერიერი შელესილი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]