შინაარსზე გადასვლა

თვითშამათი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თვითშამათი (ასევე უკუშამათი; ინგლ. selfmate, გერმ. Selbstmatt) — საჭადრაკო კომპოზიციის ერთ-ერთი სახეობა (არაორთოდოქსული კომპოზიცია), სადაც თეთრები იწყებენ და აიძულებენ შავებს, საკუთარი (თეთრი) მეფის დაშამათებას. შავები კი ყველანაირად ცდილობენ, რათა თეთრებს ჩაუშალონ ჩანაფიქრი.

შავები იძულებულნი ხდებიან დააშამათონ თეთრი მეფე ორიდან ერთ-ერთი მიზეზის გამო:

  1. ისინი იმყოფებიან ცუგცვანგში;
  2. ისინი თავს იცავენ ქიშისაგან (როდესაც ერთადერთი თავდაცვა თეთრი მეფის დაშამათებაა).

ეს ჟანრი კომპოზიტორისგან დიდ ოსტატობას მოითხოვს, რადგან თეთრების ამოცანაა არა საკუთარი გამარჯვება, არამედ საკუთარი თავის დამარცხება აიძულონ მეტოქეს, რომელიც ამას ყოველნაირად ეწინააღმდეგება.

ედით ბერდი

I პრიზი Southern Counties' Chess Journal, 1893

abcdefgh
8
c8 black bishop
d8 black rook
a7 black queen
b7 black pawn
c7 black rook
d7 black king
g7 black pawn
h7 white rook
g6 white bishop
h6 black pawn
a5 black bishop
c5 white queen
f5 white king
g5 white knight
h5 white knight
e4 white pawn
c3 black pawn
d3 black knight
h2 black knight
d1 white rook
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
თვითშამათი 2 სვლაში

ამოხსნა:
1. მf3! — მუქარა 2. ლd6+ მფ:d6#
თეთრების სვლები აიძულებს შავებს, თავდაცვის მიზნით დააშამათონ თეთრი მეფე:

  • 1…ლ:с5+ 2. მe5+ მფ:e5#
  • 1…ეf8+ 2. მf6+ მფ:f6#
  • 1…კb4 2. ლ:c7+ მფ:c7#
  • 1…ეc6 2. ლe7+ მფ:e7#
  • 1…ე:с5+ 2. მe5+ მფ:e5#
  • 1…ლa6, ლb6 2. მf6+ მფ:f6#
  • (1…მ:f3 2. ლd6+ მფ:d6#)
  • გურგენიძე დ., მახათაძის საჭადრაკო მელოდიები, თბ., 2015.  გვ. 13-14.
  • გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბაბნი, თბ., 1983.  გვ. 292-293.