ტვიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თვიგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტვიგი
Twiggy
ტვიგი Twiggy
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1949 (1949-09-19) (67 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 168 სმ სმ
მკერდი 80 სმ სმ
წელი 55 სმ სმ
თეძო 80 სმ სმ
თმის ფერო ქერა
ეროვნება ბრიტანელი
http://www.twiggylawson.co.uk/

ლესლი ჰორბნი (ინგლ. Lesley Hornby; 19 სექტემბერი 1949, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი სუპერმოდელი, მსახიობი და მომღერალი. უფრო ცნობილია, როგორც ტვიგი („Twiggy“, პირდაპირ ითარგმნება ინგლ. twig — „წნელი“, „წკეპლა“).

ლესლი ჰორბნი დაიბადა ლონდონის გარეუბანში საშუალოშემოსვლიან ოჯახში. 16 წლის ასაკში ლესლიმ გაიცნო ცნობილი ლონდონელი პარიკმახერი ლეონარდო და მისი საპარიკმახეროს სახეც გახდა. პირველი ფოტოსესიისას მოდელს მოკლე ვარცხნილობა გაუკეთა ბარი ლატეგანმა. სწორედ მან მოუფიქრა გოგონას ზედმეტსახელი — ტვიგი.

1966 წელს ტვიგი დასახელებულ იყო წლის სახედ „Daily Express“-ის მიხედვით. მალევე გოგონა გახდა 1960-იანების მოდური ლონდონის სახე და სუბკულტურა მოდების ხატი. მას იღებდნენ საუკეთესო ფოტოგრაფები: ჰელმუტ ნიუტონი და სესილ ბიტონი. უამრავი გოგონა მსოფლიოს მასშტაბით ბაძავდა ტვიგს არა მარტო მაკიაჟით, არამედ წონას იკლებდნენ გაუძლურებამდე („ტვიგის სინდრომი“).

1970 წელს ტვიგმა დაასრულა სამოდელო კარიერა. 1971 წელს ლესლი დაჯილდოებული იყო ოქროს გლობუსის ორი პრემიით მიუზიკლ „ბოიფრენდში“ მონაწილეობისათვის. 1988 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ მსახიობს ლი ლოუსონს და მის გვარზეც გადავიდა. ტვიგი ყოველთვის აქტიურად მოღვაწეობდა სატელევიზიო ცხოვრებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტვიგი&oldid=3112209“-დან