თეძმის ტუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეძმის ტუფი — ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თეძმის ტუფი ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. ადვილად იფიტება. იყენებენ სამშენებლო მიზნებისთვის, გავრცელებულია თეძმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფებიც, რომლებიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტორიულ ძეგლებსა (მაგ., სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი) და თანამედროვე ნაგებობებში, (მაგ., სასტუმრო „ივერია“ თბილისში, რეკონსტრუქციამდე) როგორც შესამოსი მასალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]