თექვსმეტობითი თვლის სისტემა
თექვსმეტობითი თვლის სისტემა ან თვლის თექვსმეტობითი სისტემა — პოზიციური თვლის სისტემა, რომლის ფუძეა 16.
რიცხვები 0-დან 9-მდე და ლათინური ასოები A-დან F-მდე ჩვეულებრივ გამოიყენება ამ რიცხვების სისტემის ციფრებად. ასოებს A, B, C, D, E, F აქვთ მნიშვნელობები 1010, 1110, 1210, 1310, 1410, 1510 შესაბამისად. თექვსმეტობითი რიცხვის მაგალითია: 1A45F0D (1A45F0D16 = 27 549 45310).
გარდაქმნის წესები იგივეა რაც 2-ობით სისტემაში, ოღონდ აქ ფუძე იქნება 16, ხოლო წონა 16n, სადაც n არის ციფრის პოზიცია 16-ობით რიცხვში, გაყოფაც ხდება 16-ზე.
2-ბითი რიცხვის 16-ობით თვლის სისტემაში წარმოსადგენად, უნდა მოვიქცეთ ისე როგორც 8-ობითში ოღონდ აქ დაჯგუფება ხდება ოთხ-ოთხად და გამოიყენება შესაბამისობის შემდეგი ცხრილი:
016 = 00002 116 = 00012 216 = 00102 316 = 00112 416 = 01002 516 = 01012 616 = 01102 716 = 01112 816 = 10002 916 = 10012 A16 = 10102 B16 = 10112 C16 = 11002 D16 = 11012 E16 = 11102 F16 = 11112
8-ბითის მსგავსად აქაც დაჯგუფება ხდება მარჯვნიდან მარცხნივ. მაგალითად,
011110002 = 7816, 11012 = D16, 1000101111112 = 8BF16,
თუ ოთხად დაჯგუფება არ ხერხდება, მაშინ მარცხნიდან ეწერება 0-ები, ისევე როგორც გვქონდა 8-ბითში, მაგალითად,
0112=00112=316, ან 1011102=001011102=2E16.
როგორც ვხედავთ 8-ობით და 16-ობით სისტემებში ორობითი რიცხვების წარმოდგენა აშკარად მოკლდება.