თექა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხვადასხვა ფერის თექის ზეწრები

თექა — მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა, ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშები ("ნაბადი") მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით.

ისტორია და სასარგებლო თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ ქსოვილის დამზადება და მისი მხატვრული დამუშავება უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში.არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები და ძველი ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და მოგზაურების ცნობები ( ჰეროდოტე, სტრაბონი, უფრო გვიან მარკო პოლო, შარდენი) მოწმობენ იმის შესახებ , რომ საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა პირველადი მასალის ( მატყლის) დამუშავების შედეგად მიღებული ქსოვილი. ასევე ეს ისტორიკოსები გვაწვდიან ცნობებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობა იყო( კერძოდ ხევსურეთსა და მთა-თუშეთში) არსებული მაყლის ქსოვილის ,კერძოდ თექის, კულტურულ ტრადიციებზე, სამოსის (ნაბადი, სვანური ქუდი, კახური ქუდი, ყაბალახი, ჩოხა), ხალიჩების და ფარდაგების მრავალფეროვნებაზე. კავკასიამ და კერძოდ საქართველომ როგორც უძველესი ცივილიზაციის კერამ შემოინახა და გადასცა მომავალ თაობას უძველესი კულტურის ნაშთები, რომელიც ადასტურებს მის მჭიდრო კავშირს ახლო -აღმოსავლეთის და შუმერულ-ბაბილონურ ცივილიზაციებთან.საქართველოს მთიანეთში შენარჩუნებულია ცოდნა მატყლის მოპოვების, დამუშავების, ბუნებრივი საღებავებით შეღებვის და მოთელვის შესახებ. განსაკუთრებულია ამ ნიმუშების ფერთა მეტყველება და შეხამება. აქ დამახასიათებელია ჩამჯდარი, ღრმა,ბუნებრივი ფერები. ასევე დამახასიათებელია ორნამენტული ნახატი, ბევრი მათგანი არქაული ეპოქის დროინდელია. ამ ორნამენტებს არა მხოლოდ ესთეთიკური, არამედ საკულტო დანიშნულებაც გააჩნდათ. ორნამენტულ ნახატებში ძიროთადათ გეომეტრიული ორნამენტები დომინირებენ. ასევე გვხვდება მცენარეული და ანიმალისტური ორნამენტული სიმბოლოები, მათი საკრალური მნიშვნელობა დღეს დავიწყებულია.

ამ კუთხით ფრიად საინტერესო ეთნოგრაფიულ ეტალონებს ქართული თექის ხალიჩები და ფარდაგები წარმოადგენენ, რადგან საქართველოში თექის წარმოება ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო როცა ადამიანი მათყლის დამუშავების ტექნიკას დაეუფლა. ასე დაიბადა თექის მეთოდით დამზადებული ხალიჩები, ფარდაგები, ტანსაცმელი, ქუდები, ფეხსაცმელები, ქართული ჩოხა-ნაბადი. თექის და მატყლის დამუშავება ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციას და ყოფას ასახავდა, გადაეცემოდა თაობიდან თაობაზე. მატყლის დამუშავების ხერხები, მისი ღებვა, ჩეჩვა, რთვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა.საოჯახო რეწვის ინსტიტუტი ისე იყო აწყობილი რომ შრომა ყველა ოჯახის წევრზე თანაბრად ნაწილდებოდა. მისი სწავლა ოჯახებში ადრეული ასაკიდან იწყებობა. წინაპრების მიერ შედგენილი ფერთა პალიტრა დღესაც ჰარმონიულობის მაგალითად წარმოგვიდგება. თანამედროვე მხატვრების და ოსტატების შთაგონების წყაროდ ხშირად ხალხური რეწვის მასალა გვევლინება. წარსულის ოსტატებისა და უმდიდრესი ისტორიული მაგალითების გააზრებისა და შესწავლის შედეგად, საკუთარი გემოვნებისა და ნიჭის საფუძველზე მომავალი თაობები ქმნიან თექის ქსოვილის ახალ ნიმუშებს. თანამედროვე ხელოვნებაში ხელახლა ხდება ძველი ოსტატობის რენესანსი, რომელის ახალ მხატვრულ ღირებულებას იძენს.

პირველადი ნედლეული -მატყლი, მისი ნაირსახეობით გამოირჩევა. ქართული მატყლისგან განსხვავებულია ავსტრალიაში გამოყვანილი მერინოსის ცხვრის მატყლი, იგი თხელბეწვიანია და გაცილებით უფრო დელიკატურია. მისი ბეწვის სისქე 24 მიკრონია. თექის ქსოვილს მისი 100% ბუნებრივი მატყლის შემადგენლობის დამსახურებით ასევე სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.მატყლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ლანოლინს, რომელიც იცავს მას გარე დაბინძურებისაგან. ცნობილია მისი დადებითი გავლენა რევმატიზმის, ართრიტის, ისშიაზის, წელისა და ხერხემლის ტკივილის დროს, ჰაიმორიტისა და ლიმფოდენიტის მკურნალობის დროს. მას ახასიათებს კარგი აერგამტარობა და კონფორტის გრძნობა. იგი ანეიტრალებს ადამიანის ორგანიზმიდან გამომავალ ტოქსიკურ ნივთიერებებს და იცავს ადამიანის ორგანიზმს ელექრტომაგნიტური ველისაგან. ყველაზე მარგებელი თვისებებით შეუღებავი მატყლისგან შექმნილი თექის ქსოვილი გამოირჩევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თექა&oldid=3165379“-დან