შინაარსზე გადასვლა

თეტუანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეტუანის ბრძოლა
ესპანეთ-მაროკოს ომი ნაწილი

თეტუანის ბრძოლა, მარია ფორტუნის ნახატი.
თარიღი 4 თებერვალი, 1860
მდებარეობა თეტუანი, მაროკო
შედეგი ესპანეთის გამარჯვება
მხარეები
ესპანეთის დროშა ესპანეთი მაროკოს დროშა მაროკო
მეთაურები
ესპანეთის დროშა ლეოპოლდო ო' დონელი მაროკოს დროშა მუჰამად IV
ძალები
36,000 კაცი
არტილერია
41 გემი
უცნობი
თეტუანის ბრძოლა ვიკისაწყობში

თეტუანის ბრძოლა ( არაბ. معركة تطوان , ესპ. Batalla de Tetuán ) — მიმდინარეობდა 1860 წლის 4-დან 6 თებერვლამდე, , ჩრდილოეთ აფრიკაში გაგზავნილ ესპანურ არმიასა და ტომობრივ ჯარებს შორის ( რომლებიც იმ დროს შეადგენდნენ მაროკოს არმიას ) , თეტუანის მახლობლად, მაროკოში. ბრძოლა 1859-1860 წლებში მიმდინარე ესპანეთ-მაროკოს ომის ნაწილი იყო .

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის საექსპედიციო ძალები, რომლებიც გაემგზავრნენ ალხესირასიდან, შედგებოდა 36000 კაცისგან, არტილერიისგან და 41 გემისგან, რომელშიც შედიოდა ორთქლის გემები, იალქნები და უფრო მცირე გემები. გენერალი ლეოპოლდო ო' დონელი პირადად ხელმძღვანელობდა ექსპედიციას და მან დაყო ეს ძალები სამ კორპუსად. მათ მეთაურობდნენ გენერალი მარკეს დე ტორებლანკა , გენერალი ანტონიო როს დე ოლანო და გენერალი რამონ დე ეჩაგუე . რეზერვები განთავსდა გენერალ ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისი მეთაურობით. ფლოტს მეთაურობდა ადმირალი სეგუნდო დიაზ ჰერერო . ესპანეთის ჯარების მიზანი იყო თეტუანის აღება, რომლის შემდეგაც სეუტასა და მელილიას ბაზას დაარბევდნენ.

საომარი მოქმედებები მაროკოსა და ესპანეთის ჯარებს შორის დაიწყო 1859 წლის 17 დეკემბერს, როდესაც სვეტმა, რომელსაც მეთაურობდა მარკეს დე ტორებლანკა , დაიკავა სიერა დე ბულონესი . 19 დეკემბერს ეჩაგუემ აიღო სასახლე დელ სერალო. ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისი მეთაურობდა ძალებს, რომლებიც განსთავდნენ სეუტაში 21 დეკემბერს. შობის დღეს, სამმა სვეტმა გააძლიერა პოზიციები და ელოდა ბრძანებას თეტუანისკენ წინსვლისთვის.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წლის 1 იანვარს, კონდე დე რეუსი მიიწევდა გუად ალ გელუს პორტისკენ. მარკეს დე ტორებლანკას სვეტი და ესპანეთის სამეფო საზღვაო ფლოტი იცავდნენ მის ფლანგს. შეტაკებები გაგრძელდა 1860 წლის 31 იანვრამდე, როდესაც შეჩერდა მაროკოზე მთავარი შეტევა. ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისმა დაიწყო ლაშქრობა თეტუანისკენ და მას მხარი დაუჭირეს კატალონიელი მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ძალებით. ცეცხლის გახსნას უზრუნველყოფდნენ ქვედანაყოფები, რომლებსაც მეთაურობდნენ გენერალი კონდე დე რეუსი და გენერალი როს დე ოლანო . ესპანურმა არტილერიამ დიდი ზარალი მიაყენა მაროკოს რიგებს; გადარჩენილმა მაროკოს ძალებმა თავი შეაფარეს თეტუანს. ქალაქი დაეცა 1860 წლის 6 თებერვალს. საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ერთი კვირა ბრძოლები გრძელდებოდა.

შემდგომი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეტუანის აღებამ ხელი შეუშალა მაროკოს ძალებს და ვეღარ შეძლეს სეუტასა და მელილიაზე შემდგომი თავდასხმების განხორცილება. ლეოპოლდო ო’დონელ ხორისი დაბრუნდა თავისი ჯარით ესპანეთში; ისინი დაბანაკდნენ მადრიდის ჩრდილოეთით, ხოლო დედაქალაქში ტრიუმფალური შესვლა მოეწყო. ბანაკი, რომელმაც დროთა განმავლობაში შექმნა მუდმივი სტრუქტურები და მაღაზიები, გახდა მადრიდული უბანი, რომელიც ცნობილია როგორც თეტუან დე ლას ვიქტორიასი. ბრძოლის შემდეგ, გენერალი ლეოპოლდო ო'დონელი, ესპანეთში ამაღლდა სტატუსით, როგორც თეტუანის პირველი ჰერცოგი. მოგვიანებით ის იყო მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი (ასევე ცნობილი როგორც პრემიერმინისტრი).

კულტურული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის სცენა მოჩუქურთმებული და მოხატული სან-ხოაკინის ეკლესიის ფასადის ფრონტონზე, ილოილო, ფილიპინები.

სალვადორ დალიმ დახატა ფორტუნის ბრძოლის ნახატის ვერსია.

ესპანეთის გამარჯვება მოჩუქურთმებული და დახატული იყო სან-ხოაკინის ეკლესიის წინა პლანზე, ილოილო, რომელიც მილიტარისტული თემის ეკლესიად ითვლება ფილიპინებში. იგი 1974 წელს გამოცხადდა ეროვნული მნიშვნელობის მქონე ისტორიულ ადგილად. მშენებლობა დაიწყო 1859 წელს და დაასრულა 1869 წელს ავგუსტინეს ორდენის ესპანელმა ბერმა ტომას სანტარენმა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Francesc Sans i Cabot in the Gran Enciclopèdia Catalana. Retrieved on 25 July 2013