თესალონიკის ძარცვა (904)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თასოსის ბრძოლა
არაბულ-ბიზანტიური ომების ნაწილი
Sack of Thessalonica by Arabs, 904.png
თარიღი 904
მდებარეობა თესალონიკე, ბიზანტიის იმპერია
შედეგი სარაცინების გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია მუსლიმი მარბიელები სირიიდან და ეგვიპტიდან
მეთაურები
პეტრონასი
ლეონ ხიცილაკე
ნიკიტა
ლეონ ტრიპოლელი

თესალონიკის ძარცვაX საუკუნის უდიდესი კატასტროფა ბიზანტიის იმპერიისთვის, როდესაც 904 წელს სარაცინმა მეკობრეებმა აიღეს თესალონიკე. თავდაპირველად მუსლიმთა ფლოტმა რენეგატ ლეონ ტრიპოლელის მეთაურობით სირიიდან კონსტანტინოპოლისკენ აიღო გეზი, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავეს იმპერიის დედაქალაქზე შეტევისაგან და გადაწყვიტეს თესალონიკეზე თავდახმა. ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო ბიზანტიელებისათვის და მათმა ფლოტმა ვერ შეძლო დროული რეაგირება. ქალაქის კედლები მოძველებული იყო, განსაკუთრებით კი ზღვის მხარეს. ქალაქის დაცვის ორი უფროსი კი ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებებს გასცემდა.

ხანმოკლე ალყის შემდეგ სარაცინებმა შეძლეს ზღვისკენ მიმართულ კედლებზე გადასვლა. მათ დაძლიეს თესალონიკელთა წინააღმდეგობა და 29 ივლისს ქალაქი აიღეს. ერთი კვირა მიმდინარეობდა ქალაქის ძარცვა, სანამ მუსლიმები ლევანტში დაბრუნდებოდნენ. მათ გაათავისუფლეს 4 000 მუსლიმი ტყვე და ხელში ჩაიგდეს 60 გემი;[1] აგრეთვე დიდი ალაფი და 20 000-მდე ახალგაზრდა დატყვევებული ადამიანი.[2] ტყვეების უმრავლესობა (მათ შორის იოანე კამინიატე, რომელიც აღწერს ამ მოვლენას) გამოსყიდული ან მუსლიმ ტყვეებში გაცვლილი იქნა იმპერიის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faith and sword: a short history of Christian-Muslim conflict By Alan G. Jamieson, pg.32
  2. იოანე კამინიატეს ცნობით