შინაარსზე გადასვლა

თესალონიკის ალყა (1422-1430)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თესალონიკის ალყა
ოსმალურ - ბიზანტიური ომების ნაწილი

სალონიკის ციხე
თარიღი 1422-1430
მდებარეობა სალონიკი, ეგეოსის ზღვა
შედეგი ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია ბიზანტიის იმპერია ვენეციის რესპუბლიკა
მეთაურები
მურად II

ჰამზა-ბეი

ანდრონიკე პალეოლოგოსი

მუსტაფა ჩელები

პიეტრო ლორედანი

ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობი 2000-7000 მოქალაქე

თესალონიკის ალყა ან მეორე თესალონიკის ბრძოლა 一 მიმდინარეობდა 1422 წლიდან 1430 წლამდე. ოსმალეთის იმპერიამ, სულთან მურად II-ის ხელმძღვანელობით, დაიპყრო თესალონიკი, რომელიც დარჩა ოსმალეთის ხელში მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში, სანამ ის არ გახდა საბერძნეთის სამეფოს ნაწილი 1912 წელს.

თესალონიკი უკვე იმყოფებოდა ოსმალეთის გავლენის ქვეშ 1387 წლიდან 1403 წლამდე, სანამ ანკარის ბრძოლის შედეგად იგი ბიზანტიას დაუბრუნდებოდა. 1422 წელს, მას შემდეგ, რაც ბიზანტიამ მხარი დაუჭირა მუსტაფა ჩელების, როგორც ოსმალეთის მოწინააღმდეგე პრეტენდენტს, მურადმა თესალონიკზე შეტევა განიზრახა. იმდროინდელმა ბიზანტიელმა დიდგვაროვანმა და ქალაქ სალონიკის გუბერნატორმა, ანდრონიკე პალეოლოგოსმა ვერ უზრუნველყო ქალაქის გარნიზონების დაცვა და მისი ბედი ვენეციის რესპუბლიკას მიანდო, 1423 წლის სექტემბერში. ვენეციელები ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ სულთანი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელს ეღიარებინა თესალონიკი, როგორც ვენეციელთა საკუთრება, თუმცა ამაოდ. მსგავსმა ჩიხმა გამოიწვია თესალონიკის ოსმალური ბლოკადა, რომელიც ძირითადად ქალაქზე ხშირი თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. ამავდროულად, მოწინააღმდეგეები საომარ მოქმედებებს ბალკანეთსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე აგრძელებდნენ. ვენეციელებმა არაერთხელ სცადეს ზეწოლა გალიპოლიში დარდანელის სრუტის გადაკეტვით, თუმცა ეს მცირე წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ოსმალურმა ბლოკადამ მალე მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილი გამოიწვია, ამიტომ მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქის დატოვება დაიწყო. ვენეციის უუნარობამ, სათანადოდ გამკლავებოდა მტერს, აგრეთვე ბლოკადის სიძლიერემ, განაპირობა ქალაქში დანებების მომხრე კოალიციის ჩამოყალიბება. მათ შორის იყო მიტროპოლიტი სიმეონი, რომელმაც საკუთარ მრევლს მოქმედებისკენ უბიძგა. ვენეციას არ შეეძლო მშვიდობის დამყარება საკუთარი ძალებით, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის დანებებაზე წასვლა. ასევე, წარუმატებელი აღმოჩნდა ვენეციელთა მცდელობა, მოეძებნათ მოკავშირე ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 一 რეგიონში არსებული ქვეყენბი, ძირითად შემთხვევაში, ან ანტივენეციურ პოლიტიკას წარმართავდნენ ან თავად ოსმალების მიერ იყვნენ ოკუპირებულები.

წლების განმავლობაში არსებულ უთანხმოების გამო, მხარეები საბოლოო დაპირისპირებაზე 1429 წელს შეთანხმდნენ. ამავე წლის მარტში, ვენეციამ ოფიციალურად გამოუცხადა ომი ოსმალეთს, თუმცა, მაშინაც კი, კონსერვატიული მერკანტილური არისტოკრატია არ იყო დაინტერესებული ქალაქის ძალების გამაგრებით. 1430 წელს მურადმა საკუთარი არმია თესალონიკის საწინააღმდეგოდ მიმართა და, საბოლოოდ, 1430 წლის 29 მარტს იგი შტურმით აიღო. მათმა შემოტევამ და მთელი ქალაქის გაძარცვამ განაპირობა 40000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქის 2000-მდე დაყვანა, შედეგად, მომდევნო წლებში ოსმალეთს მისი რეკონსტრუქცია მოუხდა. ვენეციამ ივლისში ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, უკვე ახალი სტატუსის აღიარებით. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ანტაგონიზმი ვენეციასა და ოსმალეთს შორის უკვე მტრობაში გადაიზარდა, ძირითადად ალბანეთზე კონტროლის მოპოვების სურვილის გამო.

სამხრეთ ბალკანეთისა და დასავლეთ ანატოლიის მდგომარეობა, 1410-იანები.

XIV საუკუნეში მოვლენების ეპიცენტრში ერთვება ახალი ოსმალეთის იმპერია, რომელმაც, უკვე ორი დეკადის შემდეგ, მზარდი განვითარება განიცადა. ფაქტობრივად მთელი ანატოლიის დამორჩილების შემდეგ, როცა ოსმალებმა გალიპოლიც აიღეს, თავისუფლად მოიკიდეს ფეხი მთელ ბალკანეთში. რეგიონის ქრისტიანული ნაწილი, ძირითადად კი ბიზანტია, შიდა და გარე პოლიტიკის გამო საკმაოდ გაჩანაგებულ მდგომარეობაში იყო, რამაც ოსმალეთს საშუალება მისცა, დრო ეხელთა და მთელ ბალკანეთზე განევრცო კონტროლი. ამ ექსპანსიას აწარმოებდნენ, როგორც ოსმალეთის სულთნები, ისე რიგითი, ნახევრად დამოუკიდებელი ღაზები. 1369 წელს ოსმალებმა შეძლეს ადრიანოპოლის, ბიზანტიის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის (კონსტანტინოპოლისა და თესალონიკის შემდეგ) ხელში ჩაგდება.[1] რაც შეეხება თესალონიკს, რომელსაც მართავდა ბიზანტიის პრინცი და მომავალი იმპერატორი მანუელ II პალეოლოგოსი, თავადვე დანებდა 1387 წლის ხანგრძლივი ალყის შემდეგ, ქალაქ ქრისტოპოლისთან ერთად.[2]

თავდაპირველად, ჩაბარებულ ქალაქებს მიენიჭათ სრული ავტონომია ჰარაჩის გადახდის სანაცვლოდ. იმპერატორ იოანე პალეოლოგოსის გარდაცვალების შემდეგ, 1391 წელს, მანუელ მეორემ თავი დააღწია ოსმალეთის პატიმრობას და გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმპერატორად აკურთხეს. ამან განარისხა სულთან ბაიაზიდი, რომელმაც გაანადგურა ბიზანტიის დარჩენილი ტერიტორიები, შემდეგ კი მიუბრუნდა ქრისტოპოლისს, რომელიც საშინელმა გრიგალმა მიწასთან გაასწორა.[3] თესალონიკე კვლავ დაემორჩილა ოსმალეთის მმართველობას, შეიძლება ითქვას, ხანმოკლე წინააღმდეგობის შემდეგ, თუმცა მას ოსმალები შედარებით ლმობიერად ეპყრობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ოსმალთა სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, ადგილობრივმა ქრისტიანმა მოსახლეობამ შეინარჩუნეს თავიანთი საკუთრების უდიდესი ნაწილი, ქალაქმა შეინარჩუნა საკუთარი ინსტიტუტები და ა.შ.[4][5][6][7][8]

თესალონიკე დარჩა ოსმალეთის გავლენის ქვეშ 1403 წლამდე, სანამ იმპერატორმა მანუელ პალეოლოგოსმა მხარი არ დაუჭირა ბაიაზიდის უფროს ვაჟს, სულეიმან ჩელების, ოსმალეტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანკარის ომში თემურიდებმა ოსმალთა წინააღმდეგ გაიმარჯვეს, ამან კი გამოიწვია სულთან ბაიაზიდის შვილებს შორის დავა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1402 წელს, ბიზანტიის იმპერიამ, სხვა დათმობებთან ერთად, უზრუნველყო თესალონიკის ოსმალთათვის გადაცემა და, ფაქტობრივად, მთელი ქალკედონი.[9][10]

ბიზანტიური მმართველობის აღდგენის მიუხედავად, თესალონიკსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ბიზანტიური მმარტველობის შემდეგ, თესალონიკე და მიმდებარე რეგიონები ავტონომიურ აპანაჟად გადაეცა მანუელ II-ის ძმისშვილს, იოანე პალეოლოგოსს.[11] 1408 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი დესპოტი ანდრონიკე პალეოლოგოსი ხდება. ოსმალეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, თურქების ზეწოლა თესალონიკზე კვლავ გაიზარდა. ისევე, როგორც 1383-1387 წლების ალყის დროს, ამჯერადაც, ქალაქში წინააღმდეგობის მხარდამჭერ ფრაქციებს შორის აზრი ორად გაიყო იმასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში მიემართათ თუ არა დასავლეთ ევროპისთვის დახმარების თხოვნით. მეორე ნაწილი, ძირითადად, დათმობაზე და ზავზე იყო ორიენტირებული.[12][13]

ოსმალთა თავდასხმები და ქალაქის ვენეციისთვის ნდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მანუელ II პალეოლოგოსი საკუთარ ოჯახთან ერთად, შუა საუკუნეების ბიზანტიური მინიატურა.

ოსმალეთის სამოქალაქო ომში საბოლოოდ გამარჯვებულ მეჰმედს კარგი ურთიერტობა ჰქონდა ბიზანტიელებთან 一 ეს უკანასკნელნი მას მხარს უჭერდნენ. მურად II-ის ოსმალეთის ტახტზე ასვლით სიტუაცია შეიცვალა, რადგან იოანე პალეოლოგოსმა, მანუელის მემკვიდრემ, მუსტაფა ჩელები მურადის მეტოქედ აქცია და მის წინააღმდეგ მანიპულაციურ იარარად გამოყენებას შეეცადა. მას შემდეგ, რაც ჩელები დამარცხდა, მურადმა ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს, 1422 წლის 10 ივლისიდან 6 სექტემბრამდე, თუმცა ეს ალყა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმავე წლის ივნისში, ოსმალეთის სამხედრო მეთაურის, ევრენოსის ვაჟმა, ბურაკ ბეიმ, ალყა შემოარტყა თესალონიკს, გაანადგურა მისი დიდი ნაწილი და დაეუფლა ქალკედონსაც.[14][15]

ქალაქის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ სიმეონის თქმით, (14161429), როგორც მან, ისე ანდრონიკემ კონსტანტინოპოლს არაერთხელ მიმართეს დახმარების მოთხოვნით, მაგრამ იმპერიულ მთავრობას რესურსები აკლდა და საკუთარ პრობლემებში იყო ჩართული. საბოლოოდ, ქალაქში ერთი უსახელო მეთაური გაგზავნეს, მაგრამ მას არც ჯარისკაცები მოუყვანია და არც ფული უზრუნველსაყოფად. ამ მეთაურმა მოქალაქეთა საერთო ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი, მაგრამ ამ წინადადებას დიდი წინააღმდეგობა ხვდა წილად, განსაკუთრებით მდიდარი არისტოკრატიის მხრიდან, რომელთაც, ბუნებრივია, დიდი ხარჯის გაწევა მოუწევდათ. ანალოგიურად იყო უბრალო ხალხის შემთხვევაშიც. ამის შემდეგ გაცხადდა, რომ ოსმალები თესალონიკელებს სთავაზობდნენ მშვიდობას იმ პირობით, თუ ანდრონიკე ქალაქს დატოვებდა, თუმცა ამანაც უკმაყოფილება გამოიწვია ბერძნულ მოსახლეობაში.[16]

სწორედ იმ მომენტში, არისტოკრატიამ დაარწმუნა ანდრონიკე, დახმარება ვენეციისთვის ეთხოვა, რაც, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლის დაუკითხავად შედგა. 1423 წლის გაზაფხულზე, ანდრონიკემ აცნობა ვენეციელებს საკუთარი განზრახვების შესახებ, რომ მას სურდა ქალაქის ვენეციელთა მფარველობის ქვეშ მოქცევა. ამან ვენეციელთა შეშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ კი ანდრონიკე პირობას ფულის სანაცვკლოდ აყენებს. მართლაც, XVI საუკუნის მემატიანე, მაკარიოს მელისენოსი საკუთარ ნარკვევებში იწრმუნება, რომ ანდრონიკემ ქალაქის დაცვის სანაცვლოდ 50 ათას დუკატი გადაუხადა ვენეციელებს. ეს ვერსია მკვლევართათვის, მეოცე საუკუნემდე, მისაღები იყო, სანამ სხვა წყაროებიც არ ჩართეს.

ეს შეთავაზება ვენეციაში საკმაოდ შესაფერის დროს ჩავიდა. მის ჰერცოგად ფრანჩესკო ფოსკარის არჩევამ ხელისუფლებაში ანტიოსმალური განწყობა გააღვივა.[17] მაგრამ ვენეციის დიდი საბჭოს უმრავლესობაში კვლავ დომინირებდა სავაჭრო თავადაზნაურობის უფრო ფრთხილი ტენდენციები, რომლებიც მართავდნენ რესპუბლიკას და მათ ეშინოდათ ვაჭრობის შეფერხების, რომელიც ოსმალეთთან ღია ომს მოჰყვებოდა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ვენეციელებმა შემდეგ ხერხს მიმართეს 一 თანდათანობით მიეღოთ ფორპოსტები, ციხესიმაგრეები და კუნძულები დაშლილი ბიზანტიის იმპერიისგან, რაც უზრუნველყოფდა ვენეციის სავაჭრო კავშირს აღმოსავლეთთან.[18] დიდი ხნის განმავლობაში ვენეცია თესალონიკეს განიხილავდა, როგორც პოტენციური გაფართოების სამიზნეს, განსაკუთრებით იმის განმო, რომ კონსტანტინოპოლი თურქების ხელში ჩავარდნის პირას იყო. ამრიგად, 1419 წელს ვენეციამ აღადგინა ქალაქში საკუთარი საკონსულო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ბერძენი, ჯორჯ ფილომატი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 1422 წელს, მისივე ძმა 一 დემეტრე.[19]

ამის შემდეგ, ჯორჯო უნდა წასულიყო სულთანთან, ეცნობებინა მას ვენეციის მიერ ქალაქის შეძენის შესახებ და გაემართლებინა ეს, როგორც მიზანშეწონილი, რათა არ დაეპყროთ ქალაქი სხვა ქრისტიანებს, რომლებიც შესაძლოა სულთანთან მტრულად იყვნენ განწყობილნი. ელჩებს ასევე უნდა მოეწოდებინათ მშვიდობა როგორც სულთანსა და რესპუბლიკას შორის, ასევე სულთანსა და იმპერატორ მანუელს შორის. იმპერატორმა მანუელმა, როგორც ჩანს, თანხმობა გამოთქვა წინადადებაზე, რადგან 1423 წლის 14 სექტემბერს ექვსი ვენეციური გალეა, ერთი ბიზანტიური გალეის თანხლებით, შევიდა თესალონიკის ნავსადგურში.[20] თესალონიკელთათვის ვენეციური მმართველობა ნიშნავდა არა მხოლოდ თურქთაგან უსაფრთხოებას (დაახლოებით 5000 ოსმალეთის ჯარისკაცი ბლოკავდა ქალაქის კედლებს), არამედ, უფრო მყისიერად, უზრუნველყოფის უსაფრთხო ნაკადს.[21][22]

მიუხედავად მსგავსი სიტუაციისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაინც ცდილობდა ოსმალეთთან საერთო ენის გამონახვას.[23] მიტროპოლიტ სვიმეონის თხზულებაში ნათქვამია, რომ ქალაქის არაერთი მაცხოვრებელი ამ დროს ოსმალეთში გაიქცა. ეს განწყობილება მოიცავდა თავადაზნაურობის ზოგიერთ წევრსაც: თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსი, დუკასი წერს, რომ ქალაქის აღების შემდეგ ვენეციელებმა დააპატიმრეს ოთხი წამყვანი არისტოკრატი, გარკვეული პლატისკალიტების მეთაურობით, ოსმალეთთან კავშირის გამო. ისინი ჯერ კრეტაზე გადაასახლეს, შემდეგ ვენეციაში, ბოლოს კი პადუაში. მხოლოდ 1430 წელს, თესალონიკის დაცემის შემდეგ გათავიუსფლდა ოთხთაგან ორი გადარჩენილი.[24][25][26]

სულთან მურად II

1430 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, სულთან მურადი ედირნედან ჩადის სერეზში. აქ მან შეკრიბა ანატოლიის ძალები ჰამზა ბეის მეთაურობით, რომელიც, იმავდროულად, იყო ანატოლიის ბეილერბეი, აგრეთვე რუმელიის ჯარები სინან ბეის მეთაურობით. ის რჩება სერეზში და ჰამზა ბეი წი ინაცვლებს. ალყისთვის მზადების გამოცხადების შემდეგ, ვენეციის გუბერნატორს დანებება შესთავაზა, მაგრამ გუბერნატორი ცივ უარზეა. შედეგად, ჰამზა ბეი კატაპულტირების საშუალებით იწყებს ქალაქის კედლების განგრევას. მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკელებმა ვენეციელებს საზღვაო ფლოტით დახმარება სთხოვეს, იგი არ განხორციელებულა. ალყის შტაბში მისულ სულთანს სურდა, ქალაქი რაც შეიძლება მალე დაცემულიყო. ვინაიდან ვენეციელები ბერძნებს არ ენდობოდნენ, მათ თავიანთი ჯარისკაცები გაუგზავნეს ბერძნებს. ისინი დაარბიეს. საბოლოოდ, ქალაქის დაცვისას სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ვენეციელები ბერძნების ღალატსა და თურქების მხარეს გადასვლასაც არ გამორიცხავდნენ.

26 თებერვლის ღამეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მოსახლეობამ დიდი მღელვარება განიცადა. თუმცა ვენეციელების ძალისხმევის შედეგად ეს შიში და მღელვარება აღმოიფხვრა და დაცვამ მეტი ძალა მოიპოვა. ჰამზა ბეის იდეის უარყოფისას, დათმობასთან და ციხის გადაცემასთან დაკავშირებით, სულთანმა შეტევა განიზრახა. სულთანი იძულებული გახდა, რომ უკიდურესი ზომებისთვის მიემართა, რადგან ყოველი წინადადება მშვიდობის შესახებ ვენეციელთაგან უპასუხოდ დარჩა.

28 თებერვლის ღამიდან მოყოლებული, სალონიკის მოსახლეობაში ვარდება ჭორები ოსმალთა მოახლოებულ შეტევაზე. ამის შემდეგ, ხალხმა ეკლესიებში ჯგუფებად დაიწყეს შეყრა. იმ დღეს, ოსმალებმა სამი ვენეციური გალეა გადაწვეს, რამაც ვენეციელებში დიდი შიში გამოიწვია. ოსმალთა გალეებზე კონცენტრირება ერთგვარი მახე აღმოჩნდა ვენეციელთათვის 一 მათ მთელი არმია საზღვაო შეტაკებისკენ მიმართეს, რაც ბერძენთათვის დამღუპველი აღმოჩნდა. ზოგიერთმა არისტოკრატმა მიატოვა კიდეც მიწა, საბჭოს წევრებმა კი თანამდებობაც კი მიატოვეს. მეორე დღის გამთენიისას დაწყებული საერთო შეტევის დასასრულს ოსმალეთის სამხედროებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს. ამავდროულად, ვენეციელები ოსმალური ფლოტების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. შეშინებულმა მოსახლეობა ვენეციელთა გალეებში ჩასხდომა განიზრახა, თუმცა ვენეციელებმა ისინი გაწირეს. ვენეციელები, რომლებმაც ფულით იყიდეს ქალაქი სალონიკი, მხოლოდ ქალაქის ვაჭრობაზე ფიქრობდნენ. როგორც ჩანს, ქალაქში გავრცელებული ჭორები სრულებით არ აღმოჩენილა მითი. მარტის მეორე დღეს ქალაქის აღება ქალაქის კარიბჭის ჩამოღებით დასრულდა. სალონიკის დაცემამ დიდი მწუხარება გამოიწვია მთელ ევროპაში, განსაკუთრებით ვენეციაში.

როდესაც სალონიკი დაეცა, სულთან მურადმა სალონიკში თურქი მოსახლეობის განსახლებას მიჰყო ხელი. ამ პოლიტიკით იგი ცდილობდა ქალაქში მაჰმადიანური თურქული დომინირების მოპოვებას. მან ყველა ადგილობრივი ეკლესია მეჩეთად გადააქცია, გარდა აია დიმიტრის ეკლესიისა. ავსტრიელი ისტორიკოსის, იოზეფ ჰამერის, ცნობით, ეკლესიის ნანგრევებზე აქ თურქებს აბანო გაუშენებიათ.

თესალონიკის აღების შემდეგ ოსმალებმა განაგრძეს დომინირება დასავლეთ საბერძნეთში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, სალონიკის დაცემა, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ყველაზე საზარელი მარცხია ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Bakalopulos, A. (1968). „Zur Frage der zweiten Einnahme Thessalonikis durch die Türken, 1391–1394“ [On the Question of the Second Capture of Thessaloniki by the Turks, 1391–1394]. Byzantinische Zeitschrift (გერმანული). 61 (2): 285–290. doi:10.1515/bz-1968-0209. S2CID 191470685.
  • Bryer, Anthony (1998). „Byzantium: The Roman Orthodox World, 1393–1492“, The New Cambridge Medieval History, Vol. VII: დაახლ. 1415დაახლ. 1500. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 771–795. ISBN 978-0-521-38296-0. 
  • Kastritsis, Dimitris (2007). The Sons of Bayezid: Empire Building and Representation in the Ottoman Civil War of 1402–13. Brill. ISBN 978-90-04-15836-8. 
  • Madden, Thomas F. (2012). Venice: A New History. New York: Viking. ISBN 978-1-101-60113-6. 
  • (1975) Decline and Fall of Byzantium to the Ottoman Turks, by Doukas. An Annotated Translation of "Historia Turco-Byzantina" by Harry J. Magoulias, Wayne State University. Detroit: Wayne State University Press. ISBN 978-0-8143-1540-8. 
  • Mertzios, Konstantinos (2007). Μνημεία Μακεδονικής Ιστορίας, Second (el), Thessaloniki: Society for Macedonian Studies. ISBN 978-960-7265-78-4. 
  • Necipoğlu, Nevra (2009). [[[:თარგი:Gbook]] Byzantium between the Ottomans and the Latins: Politics and Society in the Late Empire]. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-1-107-40388-8. 
  • Reinert, Stephen W. (2002). „Fragmentation (1204–1453)“, The Oxford History of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press, გვ. 248–283. ISBN 978-0-19-814098-6. 
  • Stahl, Alan M. (2009). „Michael of Rhodes: Mariner in Service to Venice“, The Book of Michael of Rhodes: A Fifteenth-Century Maritime Manuscript. Volume III: Studies. Cambridge, Massachusetts: MIT Press, გვ. 35–98. ISBN 978-0-262-12308-2. 
  • Vacalopoulos, Apostolos E. (1973). History of Macedonia 1354–1833. Thessaloniki: Institute for Balkan Studies. OCLC 220583971. 
  1. Fine 1994, pp. 377–378, 406.
  2. Vacalopoulos 1973, p. 64.
  3. Vacalopoulos 1973, pp. 64–65.
  4. Dennis 1964, pp. 53–61.
  5. Bakalopulos 1968, pp. 285–290.
  6. Necipoğlu 2009, pp. 30–31 (note 32).
  7. Vacalopoulos 1973, pp. 65–67.
  8. Necipoğlu 2009, pp. 30, 84–99.
  9. Vacalopoulos 1973, pp. 67, 75.
  10. Bryer 1998, pp. 777–778.
  11. Necipoğlu 2009, pp. 42–45.
  12. Magoulias 1975, pp. 123–125.
  13. Necipoğlu 2009, pp. 46–47.
  14. Vacalopoulos 1973, pp. 77–78.
  15. Magoulias 1975, p. 171.
  16. Necipoğlu 2009, pp. 47–48.
  17. Madden 2012, p. 200.
  18. Madden 2012, p. 199.
  19. Nicol 1988, p. 361.
  20. Nicol 1988, pp. 362–363.
  21. Necipoğlu 2009, p. 48.
  22. Vacalopoulos 1973, p. 80.
  23. Necipoğlu 2009, p. 49.
  24. Mertzios 2007, p. 95.
  25. Mertzios 2007, pp. 95–96.
  26. Necipoğlu 2009, pp. 49–50.