თერომორფები
იერსახე

თერომორფები (ლათ. Theromorpha, Sypsida) — ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვეკლასი. ცხოვრობდნენ გვიან კარბონულსა და შუა იურულ პერიოდში. პალეოზოური ერის დასასრულის ყველაზე გავრცელებული და მაღალორგანიზებული ხმელეთის ხერხემლიანები იყვნენ. თერომორფების უმრავლესობა მტაცებელი იყო, ზოგი — მცენარისმჭამელი. შესაძლოა უმაღლესი თერომორფები თბილსისხლიანებიც იყვნენ. თერომორფების მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე, გარდა ავსტრალიისა, ყოფილ სსრკ-ში ევროპის ნაწილის ჩრდილოეთ ნახევარში. ქვეკლასში 2 ინფრაკლასია — პელიკოზავრები და თერაფსიდები. თერომორფებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ძუძუმწოვრების ევოლუციის შესწავლისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 665.
- Lambert, David (2001). Dinosaur Encyclopedia. ISBN 0-7894-7935-4.
- Laurin, Michel, and Robert R. Reisz (2007). Synapsida: Mammals and their extinct relatives დაარქივებული 2008.12.11, საიტზე Wayback Machine. . Version 6 April 2007. The Tree of Life Web Project.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Synapsids - Macroevolution.net
- Synapsida - Pelycosauria (დაარქივებული)
- Transitional Vertebrate Fossils