თერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თერო
თერო
თეროს ყვავილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
სახეობა:  თერო
ლათინური სახელი
Lathyrus tuberosus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 176505

თერო (ლათ. Lathyrus tuberosus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 25-100 სმ-მდე სიმაღლის კარგად შეფოთლილი ღერო, მეწამული წითლი სურნელოვანი ყვავილები.

გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, მცირე აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა, შუა აზიაში, ციმბირსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. იზრდება მდელოებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ტერასებზე, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.

საქონლის კარგი საკვებია. ნორჩ ფოთლებს ზოგან სალათად იყენებენ. თაფლოვანია. ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.

Lathyrus tuberosus

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თერო&oldid=3989676“-დან