თერგ-კუმის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თერგ-კუმის დაბლობი
კოორდინატები: 44°30′00″ ჩ. გ. 45°30′00″ ა. გ. / 44.50000° ჩ. გ. 45.50000° ა. გ. / 44.50000; 45.50000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყალმუხეთი დაღესტანი ჩეჩნეთი სტავროპოლის მხარე
სიმაღლე 100 
სიგრძე 350 კმ
ჰიდროგრაფია თერგი
კუმა
თერგ-კუმის დაბლობი — რუსეთი
თერგ-კუმის დაბლობი

თერგ-კუმის დაბლობი (რუს. Терско-Кумская низменность) — დაბლობი რუსეთში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ყალმუხეთში, დაღესტანში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლის მხარეში. წარმოადგენს კასპიისპირა დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. დასავლეთით ესაზღვრება სტავროპოლის მაღლობი, აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, სამხრეთით კავკასიონის მთისწინეთი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 350 კმ-ზე.[1]

დასავლეთით ამაღლებულია 100 მ-მდე. ზედაპირი დახრილია აღმოსავლეთისაკენ, ესე იგი კასპიის ზღვისკენ. თერგ-კუმის დაბლობის აკუმულაციური ვაკეები მოთავსებულია ჰერცინული ნაოჭა საძირკვლის დაძირვის ვრცელ არეში, რომლის გაღუნვის ღერძი დაახლოებით ემთხვევა მდინარე თერგის ქვემო დინების მიმართულებას. რეგიონის გეომორფოგენეზში ტექტონიკურ დაძირვასთან ერთად, მონაწილეობდა მდინარეების, ზღვის, ტბებისა და ქარის მოქმედება.[2]

რელიეფში განასხვავებენ: ჩრდილოეთით — კუმისპირა ვაკეს, მრავალრიცხოვანი მლაშობებითა და მარილიანი ტბებით; მდინარე თერგის ხეობიდან ჩრდილოეთით — თერგ-კუმის მასივის ქვიშებს (ნოღაის სტეპი) მოძრავი და გამაგრებული ქვიშების რელიეფის ტიპური ეოლური ფორმებით; სამხრეთ-აღმოსავლეთით — მდინარე თერგისა და სულაკის დელტების რაიონს — კალაპოტისპირა ნაყარის, „ლიმანების“ დადაბლებებისა და ზღვისპირა ლაგუნების ერთობლიობით. გავრცელებულია მშრალი სტეპის ლანდშაფტი და ნახევარუდაბნოები; მდინარეთა დელტებში — ლია-ლელიანები. განვითარებულია მეცხოველეობა. ცნობილია ნავთობისა და აირის საბადოები.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Терско-Кумская низменность | Географическая энциклопедия
  2. ლევან მარუაშვილი, კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია: ნაწილი 2: მეცნიერება, თბილისი, 1981.
  3. Терско-Кумская низменность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-23. ციტირების თარიღი: 2020-06-16.