თეოსკეპასტოსის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეოსკეპასტროსის მონასტერი)
ყოვლადწმინდა თეოსკეპასტოსის მონასტერი
Παναγία Θεοσκέπαστος
თეოსკეპასტოსის მონასტერი — თურქეთი
თეოსკეპასტოსის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°59′54″ ჩ. გ. 39°43′44″ ა. გ. / 40.99833° ჩ. გ. 39.72889° ა. გ. / 40.99833; 39.72889
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები

ყოვლადწმინდა თეოსკეპასტოსის მონასტერი (ბერძ. Παναγία Θεοσκέπαστος; სიტყვ. „ყოვლადწმინდა ღვთისაგან-დაცული“; თურქ. Kızlar Monastery) — ყოფილი ქალთა მართლმადიდებლური მონასტერი თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში. მდებარეობს მინთრიონის გორაზე. შემოზღუდულია დამცავი გალავნით. მონასტერი დაარსდა ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი III-ის (მმართ 1349–1390) მმართველობის პერიოდში. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ გადაკეთდა და საბოლოო სახე XIX საუკუნეში მიიღო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული თავდაპირველად სავარაუდოდ მითრას კულტს უკავშირდებოდა. შემდეგ ის ალბათ ფუნქციონიერებას ეკლესიის სახით განაგრძნობდა იქამდე, სანამ თეოსკეპასტოსის მონასტერს შემოუერთდებოდა, რომელიც სავარაუდოდ ალექსი III-ს დედამ ირინამ (გ. 1382) დააარსა. მონასტერში დაკრძალული იყო ალექსი III-ის ვაჟი ანდრონიკე (გ. 1376), მანუელ III (გ. 1417) და ალექსი IV (გ. 1429), ამ უკანასკნელის ნეშტი შემდეგ წმ. ქრისოკეფალოსის ეკლესიაში გადაასვენეს.[1]

1609 წლისთვის გამოქვაბულის ეკლესიაში მოღვაწეობდა ხუთამდე ბერი, რომლებიც მონასტრის კედლის მიღმა ცხოვრობდნენ.

1758-9 წლებში ტრაპიზონის ფაშასა და დერებეგებს (ხევისთავები) შორის არსებულ დაპირისპირებისას, ქალაქ ტრაპიზონის ცენტრალური და ქვემო ნაწილი, წმ. ევგენიოსის ეკლესია და თეოსკეპასტოსის მონასტერის ჩათვლით, წარმოადგენდა ერთგვარ გამაგრებას ფაშასა და იანიჩრების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქის ციტადელში იყვნენ გამაგრებულნი.[2]

1843 წლის რესტორაციების პერიოდში ის სამონაზვნო ეკლესიად გადაიქცა.[1]

1843 წლამდე მონასტერი მოიცავდა მოხატულ გამოქვაბულის ეკლესიას, ზოგიერთ დამოუკიდებელ სამონასატრო ქსელებს და დანგრეულ დარბაზს. მოგვიანებით მონასტრის წინამძღვარმა დააზიანა კარგად შემონახული ალექსი III-ის ფრესკა მეუღლესთან თეოდორა კანტაკუზენესთან და ირინასთან. თავდაპირველი პორტრეტი სამწუხაროდ ჩანაცვლდა თეოდორა, ალექსი III-ის და ანდრონიკეს ფიგურებით.[1]

მშენებლობა თეოსკეპასტოსის მონასტერში XIX საუკუნის ნახევრამდე გრძელდებოდა. მონასტრის ტერიტორიას ვრცელი ნაწილი დაემატა (სავარაუდოდ 1889 წლის შემდეგ) ეზოს ჩრდილოეთ მხარეს. სამრეკლო აიგო დარბაზის გვერდით. გამოქვაბულ-ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთში პატარა სამლოცველო აიგო. სამლოცველოს გუმბათი და გუმბათის ყელი ჩამოშლილია. კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპიზონის მიტროპოლიტი კონსტანტიოსის მიერ (1830-79) აიგო წმ. კონსტანტინეს ეკლესია.[2]

1916 წელს რუსმა ოფიცერმა სერგეი მინტსლოვმა გამოიკვლია ეკლესია, როგორც ჩანს ამ დროისთვის ჯერ კიდევ იყო შესამჩნევი ალექსი კომნენოსის და მისი მეუღლის ხატ-პორტრეტი. მან ასევე აღნიშნა რომ სამონაზვნო ქსელი ბორცვზე იყო განლაგებული.[3]

ბრაიერი და ვინდფილდი აღნიშავს, რომ ეკლესიის კედლის მოხატულობა შემონახული იყო და ის ჭვარტლის ვრცელი მასის ქვეშ იყო დაფარული.[1] 1980-იანებისთვის ფრესკები ძლიერ დაზიანდა.[4]

სარესტავრაციო სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს მონასტერი ადგილობრივი ბავშვთა საავადმყოფოს კონტროლის ქვეშ იყო.[1] 1978 წელს, თურქეთის ტურიზმის მინისტრმა ნაგებობა დააკონსერვა სამომავლო სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. ფიქსირდებოდა ვანდალიზმის შემთხვევები.

2006 წელს მონასტერში დაიწყო გათხრითი სამუშაოები. 2007 წელს ტრაპიზონის მერმა მოამზადა პროექტი მონასტრის ხელოვნების ცენტრად გადაქცევის შესახებ.

მონასტრის რესტავრაცია დაიწყო 2014 წელს. რესტავრაცია გეგმად ისახავდა გამოქვაბულში ნაკვეთ ეკლესიის და ფრესკების აღდგენას. რესტავრაცია დაახლოებით 1.6 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.

არ არის არანაირი ცნობა სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების თარიღის შესახებ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bryer, Anthony. ([2008?]). The Byzantine monuments and topography of the Pontos. [Scholarly Publishing Office, University of Michigan]. ISBN 978-1-59740-317-7. OCLC 681432739. 
  2. 2.0 2.1 Bryer, Anthony. ([1967, 1969]). Byzantium and the ancient East.. Hachette]. OCLC 1440881. 
  3. Минцлов, С. Р. (Сергей Рудольфович), 1870-1933. (1923). Царь Берендѣй. Mi︠e︡dnyĭ vsadnik. OCLC 6831025. 
  4. Yucel, Erdem. (1988). Saint Saviour in Chora : [mosaics and frescoes]. A Turizm Yayinlari. OCLC 612471558. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bryer, A 1968, ‘Nineteenth-century monuments in the city and vilayet of Trebizond: architectural and historical notes Part 2’, Archeion Pontou [Pontic Archives] vol. 29, pp 89–129.  
  • Bryer, A 1969, ‘The last Laz risings and the downfall of the Pontic Derebeys, 1812–1840’, Bedi Kartlisa, Revue de Kartvelologie, XXVI, Paris, pp. 191–210.  
  • Bryer, A & Winfield, D 1985, The Byzantine monuments and topography of the Pontos, vol. I, Dumbarton Oaks Research Library & Collection, Harvard University, Washington D.C., USA.  
  • Keleş, V 2008, ‘Cult of Mithras and the Mithras descriptions on Trapezous city coins’, Cercetări Numismatice, XIV, pp. 220–31.  
  • Mintslov, SR 1923, Trapezondskaia epopeia, [Russian accounts of Trabzon], Sibirskoe Knigoizdatel’stvo, Berlin, Germany.  [English translation provided by Russell McCaskie.]
  • Yücel, E 1988, Trabzon and Sumela, [Translated into English from Turkish by N Erbey], Net Turistik Yayinlar A.Ş., Istanbul, Turkey.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]