თეოპომპე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოპომპე (დაახლ. ძვ. წ. 377ძვ. წ. 300) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი, ისოკრატეს მოსწავლე. დემოკრატიის მოწინააღმდეგე, მოხეტიალე სოფისტი. ავტორია 12 წიგნისაგან შემდგარი „საბერნეთის ისტორიისა“, თხზულება მოიცავდა პერიოდს ძვ. წ. 411 წლიდან ძვ. წ. 394 წლამდე და ავტორის ჩანაფიქრით თუკიდიდეს ისტორიული ნაშრომის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. თეოპომპეს ეკუთვნის აგრეთვე „ფილიპე მაკედონელის ისტორია“, რომელიც ამ პერიოდის საბერძნეთის ისტორიასაც შეეხებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]