შინაარსზე გადასვლა

თეონ სმირნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეონ სმირნელი
ძვ. ბერძნ. Θέων ὁ Σμυρναῖος
დაბ. თარიღი 70[1]
დაბ. ადგილი იზმირი[1]
გარდ. თარიღი 135[1]
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი

თეონ სმირნელი[2] (ძვ. ბერძნ. Θέων ὁ Σμυρναῖος; დ. დაახლ. 70 – გ. დაახლ. 135) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი (შუა პლატონიზმის წარმომადგენელი), მათემატიკოსი და მუსიკის თეორეტიკოსი. იგი ცნობილია, როგორც ტრაქტატის „პლატონის კითხვისას სასარგებლო მათემატიკური საგნების განმარტება“ (ლათ. Expositio) ავტორი — „მათემატიკური“ მეცნიერებების სფეროდან: არითმეტიკა, გეომეტრია, ჰარმონიკა („მუსიკა“) და ასტრონომია.

თეონის ცხოვრების შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კლავდიუს პტოლემეოსი „ალმაგესტში“ (I, 2, 275 და 296-299) ახსენებს მერკურის და ვენერას შესახებ დაკვირვებების სერიას, რომლებიც „თეონ მათემატიკოსმა“ იმპერატორ ადრიანეს მეფობის დროს, 127-132 წლებში გააკეთა. სმირნაში (თანამედროვე იზმირი) იპოვეს ქანდაკება, რომელიც „მღვდელმა თეონმა მამამისისთვის, პლატონური ფილოსოფოსის, თეონისთვის“ აღმართა; მისი სტილის საფუძველზე, ისიც იმპერატორ ადრიანეს მეფობის პერიოდით თარიღდება.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს თეონ უფროსი.

  • Щетников А. И. Теон Смирнский. // Античная философия: энциклопедический словарь. Под ред. М. А. Солоповой. М.: Прогресс-Традиция, 2008. C. 724—726.
  • Диллон Дж. Средние платоники. СПб., 2002. С. 382—384.
  1. 1 2 3 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  2. გიგინეიშვილი კ. „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1985, გვ. 48