თეონ ალექსანდრიელი
| თეონ ალექსანდრიელი | |
|---|---|
| ძვ. ბერძნ. Θέων ο Αλεξανδρεύς | |
| დაბ. თარიღი | 335[1] |
| დაბ. ადგილი | რომის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 400[1] |
| გარდ. ადგილი | ალექსანდრია |
| საქმიანობა | მათემატიკოსი და ასტრონომი |
| განთქმული მოსწავლეები | ჰიპათია ალექსანდრიელი |
| შვილ(ებ)ი | ჰიპათია ალექსანდრიელი |
თეონ ალექსანდრიელი[2] (ძვ. ბერძნ. Θέων ὁ Ἀλεξανδρεύς, ლათ. Theon; დ. დაახლ. 335 – გ. დაახლ. 400) — გვიანი ელინისტური პერიოდის ბერძენი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასტრონომი, რომელიც ცხოვრობდა ალექსანდრიაში. მან დაარედაქტირა ევკლიდეს „ელემენტები“ და დაწერა კომენტარები ევკლიდესა და კლავდიუს პტოლემეოსის ნაშრომებზე. მისი ქალიშვილი ჰიპათია ასევე ცნობილი გახდა, როგორც მათემატიკოსი, ასტრონომი და მექანიკოსი. სვიდის მიხედვით, თეონი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ადმინისტრატორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეონი IV საუკუნეში ალექსანდრიაში ცხოვრობდა, ასწავლიდა ასტრონომიასა და მათემატიკას და ალექსანდრიის ცნობილ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. თეონის ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ის 364 წელს მზისა და მთვარის დაბნელებების წინასწარმეტყველებებსა და დაკვირვებებს აკეთებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს აქტიური იყო და, როგორც ამბობენ, თეოდოსიუს I-ის მეფობის დროს ცხოვრობდა.[3]
X საუკუნის რომაული ენციკლოპედია „სუდა“ თეონს „მუსეიონის კაცს“ უწოდებს.[4] თეონის სკოლა ექსკლუზიური, პრესტიჟული და დოქტრინულად კონსერვატიული იყო.[5] როგორც ჩანს, არც თეონს და არც მის ქალიშვილ ჰიპათიას არანაირი კავშირი არ ჰქონიათ მებრძოლ იამბლიქეელ ნეოპლატონისტებთან, რომლებიც ალექსანდრიის სერაპეუმში ასწავლიდნენ და პლოტინის ნეოპლატონიზმს ამჯობინებდნენ.
თეონი მათემატიკოს ჰიპათიას მამა იყო, რომელმაც სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობა მის შემდეგ დაიკავა.[6] თეონმა თავისი კომენტარი „ალმაგესტზე“ ეპიფანეს სახელობის ბიჭს მიუძღვნა, რომელიც შესაძლოა მისი ვაჟი ყოფილიყო.[7] გარდა ამისა, ალმაგესტის შესახებ თავის კომენტარში ის ამტკიცებს, რომ მისმა ქალიშვილმა ჰიპათიამ წვლილი შეიტანა ალმაგესტის III წიგნის შექმნაში და აცხადებს, რომ „გამოცემა მოამზადა ფილოსოფოსმა, ჩემმა ქალიშვილმა ჰიპათიამ“.[8]
თეონი ყველაზე მეტად ცნობილია ევკლიდეს „ელემენტების“ გამოცემით. ამ გამოცემის უძველესი ხელნაწერი ვატიკანში ინახება. სხვა ხელნაწერებთან შედარებამ აჩვენა, რომ თეონმა მრავალ ადგილას სცადა ევკლიდეს ნაშრომის „გაუმჯობესება“, პირდაპირ შეიტანა ცვლილებები ორიგინალურ ტექსტში. ვარაუდობენ, რომ ევკლიდესადმი მიწერილი ნაშრომი „კატოპტრიკა“ ასევე წარმოადგენს თეონის გამოცემას.[9]
მის სხვა ნაშრომებიდან დიდი ღირებულება აქვს მის კომენტარებს პტოლემეოსის ალმაგესტზე და პოეტ არატოს სოლიას ნაშრომებზე. ალმაგესტის შესახებ თავის კომენტარში თეონმა ახსნა შესთავაზა ბუნიობის პრეცესიის შესახებ.
თეონმა ასევე ახსენა დიოფანტეს და სხვა ავტორების დაკარგული ნაშრომები, რომლებიც მათ შინაარსს უკეთებს წარმოდგენას. რამდენიმე ბიოგრაფი ვარაუდობს, რომ თეონის ზოგიერთი კომენტარი მისი ქალიშვილის, ჰიპათიას მონაწილეობით დაიწერა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს თეონ უმცროსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A. Tihon (ed.), Le Grand commentaire de Théon d’Alexandrie aux Tables faciles de Ptolémée. Livre II, III (Vatican City, 1991).
- G. J. Toomer. Theon of Alexandria, in Dictionary of Scientific Biography 13:321-325.
- Tihon, Anne, "Theon of Alexandria and Ptolemy's Handy Tables", in Ancient Astronomy and Celestial Divination. Dibner Institute studies in the history of science and technology. Edited by N.M. Swerdlow. Cambridge, MA: MIT Press, 1999, p. 357.
- A Rome, Commentaires de Pappus et de Théon d'Alexandrie sur l'Almageste Tome III. Théon d'Alexandrie (Rome, 1943).
- A Tihon (ed.), Le 'Petit Commentaire' de Théon d'Alexandrie aux 'Tables faciles' de Ptolémée (Vatican City, 1978).
- A Tihon (ed.), Le 'Grand commentaire' de Théon d'Alexandrie aux 'Tables faciles' de Ptolémée Livre I (Vatican City, 1985).
- A Tihon (ed.), Le 'Grand commentaire' de Théon d'Alexandrie aux 'Tables faciles' de Ptolémée Livre II, III (Vatican City, 1991).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 http://digitale.beic.it/primo_library/libweb/action/search.do?fn=search&vid=BEIC&vl%283134987UI0%29=creator&vl%28freeText0%29=Theon%20Alexandrinus
- ↑ გიგინეიშვილი კ. „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 1985, გვ. 48
- ↑ ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. თეონ ალექსანდრიელი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
- ↑ Suda, Theon θ205 დაარქივებული ივლისი 26, 2020 საიტზე Wayback Machine
- ↑ Edward Jay Watts, (2008), City and School in Late Antique Athens and Alexandria, page 191-192. University of California Press
- ↑ Edward Jay Watts, (2006), City and School in Late Antique Athens and Alexandria. "Hypatia and pagan philosophical culture in the later fourth century" დაარქივებული ივლისი 17, 2017 საიტზე Wayback Machine, pages 197–198. University of California Press
- ↑ Smith, William; Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, London (1873). "Theon" დაარქივებული ივლისი 6, 2021 საიტზე Wayback Machine
- ↑ Rome, Adolphe (1931–1943). Commentaires de Pappus et de Théon d'Alexandrie sur l'Almageste. Tome III. Italy: Vatican, გვ. 807.
- ↑ В. А. Бронштэн. КЛАВДИЙ ПТОЛЕМЕЙ. М.: НАУКА, 1988, глава 13.