თეოდულე კონსტანტინოპოლელი
იერსახე
თეოდულე კონსტანტინოპოლელი (გ. 440) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 დეკემბერი, ახალი სტილით — 16 დეკემბერი.
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.