შინაარსზე გადასვლა

თეოდოსიუსის კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეოდოსიუსის კოდექსირომაული სამართლის კრებული. შეადგინა აღმოსავლეთ რომის იმპერატორ თეოდოსიუს II-ის მიერ დანიშნულმა კომისიამ. კოდექსი გამოქვეყნდა 438 წელს. შეიცავდა რომის იმპერატორების ყველა განკარგულებას, რომლებიც მოქმედებდა 313-437 წლებში. კოდექსი შედგებოდა 16 წიგნისაგან. მოიცავდა სისხლის, სამოქალაქო და საეკლესიო სამართალს, დებულებებს თანამდებობის პირთა და სამხედრო საქმის შესახებ. თეოდოსიუსის კოდექსი ასახავდა რომის იმპერიაში ფეოდალიზაციის შედეგად მომხდარ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს.