თეოდორ ბენფაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეოდორ ბენფაი
Benfey, Theodor (1809-1881).jpg
დაბ. თარიღი 28 იანვარი 1809(1809-01-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნერტენ-ჰარდენბერგი
გარდ. თარიღი 26 ივნისი 1881(1881-06-26)[1] [2] [3] (72 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[4]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ინდოლოგია
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები József Budenz
ჯილდოები ვოლნეის პრემია

თეოდორ ბენფაი (გერმ. Theodor Benfey; დ. 28 იანვარი, 1809, ნერტენ-ჰარდენბერგი — გ. 26 ივნისი, 1881, გეტინგენი) — გერმანელი ფილოლოგი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ინდოევროპული ენების სპეციალისტი. იკვლევდა კლასიკურ ენებსა და სანსკრიტს. ბენფაის ძირითადი ნაშრომია „ენათმეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორია გერმანიაში“ (1869). ლიტერატურათმცოდნეობაში ბენფაი ფუძემდებელია „შედარებითი“ ან „სესხების“ თეორიისა, რომელიც მან ინდური „პანჩატანტრას“ თარგმანის (1859) წინასიტყვაობაში ჩამოაყალიბა. ძმები გრიმების „არიული“ (მითოლოგიური) თეორიის საპირისპიროდ ბენფაი საერთო სიუჟეტების არსებობას ინდურსა და ევროპულ ფოლკლორში სიუჟეტების მიგრაციით ახდენდა. ბენფაის დამსახურება იყო სიუჟეტთა სესხების მრავალი ფაქტის დადგენა, მოძველებული მითოლოგიური თეორიის კრიტიკა და სხვა. მაგრამ იგი აზვიადებდა ინდური ლიტერატურის მნიშვნელობას — მას მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ერთადერთ წყაროდ მიიჩნევდა და ამით უგულებელყოფდა ეროვნულ და სოციალურ ფაქტორებს ფოლკლორისა და ლიტერატურის განვითარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]