თეოდორე პროდრომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეოდორე.

თეოდორე პროდრომე — (დ. 1100 — გ. 1170) — ბიზანტიელი მწერალი. წერდა თეოლოგიურ, ფილოსოფიურ, ფოლოლოგიურ თხზულებებს. დატოვა მრავალი ნაშრომი ბიზანტიური ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში. მისი ლექსად გარითმული რომანი „როდანთე და დოსიკლე“ ელინისტური სატრფიალო რომანის იმიტაციაა. „კატამიომაქია“ არის საგმირო ეპოსის პაროდია. ავტორია ასტროლოგიური პოემისა მნათობთა ძალასა და მნიშვნელობაზე. ჰყავდა მრავალი მიმდევარი და მიმბაძველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]