თეოდორე გიგნაძე
| თეოდორე გიგნაძე | |
|---|---|
| დეკანოზი | |
|
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე | |
| ეპარქია | მცხეთა-თბილისის ეპარქია |
| ეკლესია |
|
| პირადი მონაცემები | |
| დაბადების თარიღი | 22 დეკემბერი, 1960 |
| ეროვნება | ქართველი |
| რელიგია | მართლმადიდებლობა |
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (დ. 22 დეკემბერი, 1960) — ქართველი სასულიერო პირი (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია), ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს[1]. სკოლა დაამთავრა 1978 წელს, ხოლო 1983 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.
1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი).
1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ, მას ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი. 2003 წლიდან კი ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის (მცხეთა-თბილისის ეპარქია) წინამძღვარია.
2019 წლის 15 ივლისს დეკანოზ თეოდორეს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი სამეცნიერო ნაშრომისთვის თემაზე “წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგია[2]”.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგია (ავტორი). - თბილისი, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის გამომცემლობა, 2020. - 238. ISBN 978-9941-9360-5-0
- სარწმუნოობა სარწმუნოებისა, ანუ მზადება მარადისობისთვის ISBN 978-9941-9044-0-0
- საწუთო და მარადიული ფასეულობანი
- 2006 წლის ქადაგებანი ISBN 9789941936524