თეოდორა ბაკოიანი
თეოდორა ბაკოიანი | |
---|---|
ბერძ. Ντόρα Μπακογιάννη | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 6 მაისი, 1954[1] (71 წლის) |
დაბადების ადგილი | ათენი |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ათენის უნივერსიტეტი და German School of Athens |
მამა | Konstantinos Mitsotakis |
დედა | Marika Mitsotakis |
მეუღლე/ები | Isidoros Kouvelos |
შვილ(ებ)ი | Kostas Bakoyannis და Alexia Bakoyannis |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[2] , Order of Makarios III და World Mayor[3] |
![]() | |
dorabak.gr | |
თეოდორა (დორა) ბაკოიანი (ბერძ. Θεοδώρα (Ντόρα) Μπακογιάννη, დ. 6 მაისი, 1954, ათენი) — ბერძენი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. პარლამენტის მოქმედი დეპუტატი. წარსულში — კულტურის მინისტრი (1992-1993), ათენის თემის პირველი ქალი მერი (დიმარქი) (2003-2006), საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (2006-2009).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოდორა ბაკოინა დაიბადა 1954 წლის 6 მაისს, ათენში. ის ოთხი შვილიდან უფროსი, ბერძენი პოლიტიკოსის, კონსტანტინოს მიცოტაკისის ქალიშვილია. განათლება მიიღო ათენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1968 წელს, საბერძნეთში „შავი პოლკოვნიკების“ ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ათენში 1974 წელს დაბრუნდა. იმავე წელს დაქორწინდა პავლოს ბაკოიანისზე, ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მოღვაწეზე. ამ ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა: ალექსია და კოსტასი. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, მოგვიანებით, 1998 წელს დაქორწინდა ბიზნესმენ ისიდოროს კუველოსზე, მაგრამ ინარჩუნებს გარდაცვლილი მეუღლის გვარს. მისი მეორე მეუღლე ამჟამად საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.
მუშაობდა სხვადასხვა სამინისტროში. 1989 წელს მისი მეუღლე, პავლოს ბაკოიანისი, მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ ტერორისტებმა მოკლეს. ამავე წლის ნოემბრის არჩევნებზე თეოდორა ბოკოიანიმ წარმატებით იყარა კენჭი თავისი გარდაცვლილი მეუღლის ადგილზე ევრიტანიის საარჩევნო ოლქში და 1990 წლის არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად. 1991 წლის სექტემბრიდან 1992 წლის აგვისტომდე მუშაობდა „ახალი დემოკრატიის“ საერთაშორისო საქმეთა გენერალურ მდივნად და წარმოადგენდა პარტიას ევროპის დემოკრატთა კავშირსა და საერთაშორისო დემოკრატთა კავშირში. მომდევნო წელს, როდესაც მამამისი, კონსტანტინოს მიცოტაკისი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, იგი მამამისის ოფისის ხელმძღვანელი გახდა, ხოლო შემდგომში — კულტურის მინისტრი. 2002 წელს იგი ათენის პირველი ქალი მერი გახდა და ამ თანამდებობაზე 2004 წლის ათენის ოლიმპიადის სტუმრებს მასპინძლობდა. 2006–2009 წლებში მან კონსტანტინოს კარამანლისის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ პერიოდში საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
დორა ბაკოიანი 2010 წლის 7 მაისს ანტონის სამარასის მიერ პარტია „ახალი დემოკრატიის“ და მისი საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობიდან გარიცხეს.[4][5] ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა საბერძნეთისთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფინანსური დახმარების პროგრამის რატიფიკაციას, რათა თავიდან აეცილებინათ ქვეყნის დეფოლტი, პარტიის ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ. ეს ნაბიჯი ანალიტიკოსებმა მიცოტაკისების ოჯახის, და განსაკუთრებით კონსტანტინოს მიცოტაკისის, რომელიც პარტიის საპატიო ლიდერად დარჩა (ასევე კირიაკოს მიცოტაკისი — საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი), გავლენის შეზღუდვის მცდელობად აღიქვეს „ახალი დემოკრატიის“ პოლიტიკაზე.[6]
2010 წლის 17 ოქტომბერს დორა ბაკოიანიმ განაცხადა ახალი პარტიის შექმნის განზრახვის შესახებ, რომელშიც შევიდოდნენ „ახალი დემოკრატიის“ წევრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ანტონის სამარასის კურსს.[5][6].[6][7]
2010 წლის 21 ნოემბერს დორა ბაკოიანიმ გამოაცხადა საკუთარი ახალი პოლიტიკური პარტიის, „დემოკრატიული ალიანსის“, დაარსების შესახებ.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/297665
- ↑ http://www.worldmayor.com/results05/worldmayor_results05.html
- ↑ Bakoyannis expelled from ND. ციტირების თარიღი: 2012-06-23
- ↑ [http://www.ert.gr/filia/en/news/04653-pasok-and-nd-deputies-expelled[მკვდარი ბმული] Pasok and ND deputies expelled — date=2018-05|bot=InternetArchiveBot }}
- ↑ 6.0 6.1 [http://news.kathimerini.gr/4dcgi/_w_articles_politics_2_17/10/2010_419041%7Cdate=2019-04%7Cbot=InternetArchiveBot }} Ο Αντ. Σαμαράς και οι δύο αντιφατικές πολιτικές σκοπιμότητες — |date=2018-05|bot=InternetArchiveBot }}
- ↑ [http://www.athina984.gr/node/121217[მკვდარი ბმული] Former ND minister Bakoyannis to form new political party — [[Athena 98.4 |date=2018-05|bot=InternetArchiveBot }}
- ↑ «Δημοκρατική Συμμαχία» το νέο κόμμααπό την Ντόρα Μπακογιάννη. Τα Νέα (2010-11-21). ციტირების თარიღი: 2023-04-24