თეოგნიდე მეგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეოგნიდე მეგარელიძველი ბერძენი პოეტი, მოღვაწეობდა ძვ. წ. VI საუკუნეში მეგარაში. მიეკუთვნებოდა წარჩინებულთა ფენას. როგორც არისტოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, მონაწილეობდ აპოლიტიკურ ბრძოლებში. დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ დიდი ხნით გააძევეს. მისი პოეზია პოლიტიკური ხასიათისაა, გამსჭვალულია პესიმიზმით და გნომური ხასიათით. ჩვენამდ მოაღწია ელეგიური დისტიქტით გამართულმა 1389 კარედის შემცველმა კრებულმა, რომლიც პირველი ნაწილი წარმოადგენს ზნეობრივი ხასიათის დარიგებებს, ხოლო მეორე ნაწილი სატრფიალო შინაარსისაა. თეოგნიდეს პოპულარობა განაპირობა „ბრძნულმა ნაკვესებმა“, რომლებიც მომდევნო პერიოდების ბერძენი და რომაელი პოეტების შთაგონების წყარო გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.
  • ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი, 1946
  • წერეთელი, გრ. ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, ტფილისი, 1927