თენგიზ ჯიშკარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ ჯიშკარიანი
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1945(1945-04-30) (77 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თენგიზ ჯიშკარიანი (დ. 30 აპრილი, 1945) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი.

1963-1964 წლებში იყო თბილისის მაუდ-კამვოლური კომბინატი საბჭოთა „საქართველოს“, მთავარი ენერგეტიკის განყოფილების საქვაბე საამქროს, ცეცხლფარეშის მოწაფე. 1964 წელს იყო წყლის ქიმიური მწმენდავი (პირველი თანრიგის). 1969 წელს — შრომის დაცვის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, სითბური დაცვის ლაბორატორიის ინჟინერი. 1969-1971 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის, თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1971-1979 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის, ასისტენტი. 1979-1981 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის ასპირანტი. 1981-1986 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის ასისტენტი. 1986-2006 წლებში იყო ამავე კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მიადგილე. 2006-2009 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბო და ჰიდროდაგარების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2016 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, დეკანის მოადგილე მეცნიერების დარგში. 2009-2017 წლებში იყო ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბო და ჰიდროდაგარების დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2016-2017 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2017-2021 წლებში იყო ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის პროფესორი. საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1998 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ექსპერტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 — „ენერგეტიკის ლეგენდად“ აღიარებული გამოჩენილი პროფესიონალის წოდება
  • 2005 — საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება: სახელმძღვ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2015, გვ. 138 ISBN 9789941205323
  • ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართალი: სახელმძღვ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2015, გვ. 254 ISBN 9789941205279
  • ენერგეტიკა და საზოგადოება: სახელმძღვ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2015, გვ. 126 ISBN 9789941205255
  • ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება: სახელმძღვ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2015, გვ. 190 ISBN 9789941205262
  • ენერგომენეჯმენტის პრინციპები = Principles of energy management: სახელმძღვ., თბ., ტექნ. უნ-ტი, 2011, გვ. 156 ISBN 9789941149184

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 263.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]