შინაარსზე გადასვლა

თენგიზ შირიაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ შირიაევი
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1980 (1980-09-18) (44 წლის)
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა ექიმი[1]
მუშაობის ადგილი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო კარდიოქირურგია

თენგიზ შირიაევი (დ. 18 სექტემბერი, 1980) ― ქართველი ექიმი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული სამსახურის უფროსი.

თენგიზ შირიაევი დაიბადა 1980 წლის 18 სექტემბერს. 1997–2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1999-2003 წლებში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა. 2003-2009 წლებში ამავე ჰოსპიტალში კარდიოქირურგიაში რეზიდენტურა გაიარა.

2009-2016 წლებში გივი ჟვანიას სახელობის №2 საავადმყოფოში ექიმ-კონსულტანტად და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე ჰოსპიტალის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია.

ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებული ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Shiryaev, T. (2021). The Effects of the COVID-19 Pandemic on Pediatric Critical Access Centers for Congenital Heart Disease in Low- and Middle-Income Countries.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.