თენგიზ ქაცარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ ქაცარავა
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1947 (1947-05-22) (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თენგიზ ქაცარავა (დ. 22 მაისი, 1947, ლესელიძე) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით.

1970 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „კურორტმშენის“ სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად. 1971-1973 წლებში სპეციალობით მუშაობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროსაც; 1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „კურორტმშენის“ N5 სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად. 1984-1992 წლებში იყო ქ. გაგრის თბომეურნეობის დირექტორი. 1993-2006 წლებში მუშაობდა ინდმეწარმედ თავისი სპეციალობით. 2007 წლიდან არის შპს „დიუთი ფრი ალიანსის“ მთავარი სპეციალისტი. საინჟინრო ზედამხედველობას უწევს დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციას. აქტიურად მონაწილეობდა ქ. გაგრის ზონის საკურორტო, საბინაო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია 500-ადგილიანი დასასვენებელ სახლ „მზიურის“ კომპლექსის მშენებლობაში მონაწილეობისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 559-560

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]