თენგიზ პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თენგიზ პაპუაშვილი (დ. 1928, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი) — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1928 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში. 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1949 წელს დაამთავრა და იქვე ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომელიც დაასრულა 1952 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. 1954 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ჭარ-ბელაქანი (კაკ-ელისენი) XIX ს-ის I მესამედში“, ხოლო 1971 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰერეთის ისტორიის საკითხები“. 1960 წლიდან მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებაში ჯერ უფროს, ხოლო შემდეგ წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ პაპუაშვილი არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ექვსი მონოგრაფიისა. მისი გამოქვეყნებული წიგნებიდან აღსანიშნავია:

  • „ჰერეთის ისტორიის საკითხები“ (1970)
  • „ჭარ-ბელაქანი“ (1972)
  • „რანთა და კახთა სამეფო - VIII-XI სს.“ (1982)
  • „ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ“ (1989)
  • „წუქეთის სიძველენი“ (2002)
  • „საინგილოს ისტორიის ნარკვევები“ (2013)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. პაპუაშვილი, საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2013