თენგიზ ზაალიშვილი
| თენგიზ ზაალიშვილი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 18 ივნისი, 1949[1] (76 წლის) |
| დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ბიოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
თენგიზ მალხაზის ძე ზაალიშვილი (დ. 18 ივნისი, 1949, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1971-1974 წლებში ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1974-1985 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985-1986 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986-2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. 2000-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ფუნქციური გენომიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „АДР-რიბოზილირება ვირთაგვის ტვინის ბირთვებში“, დაიცვა 1983 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ვირთაგვის თავის ტვინის უჯრედების АДР-რიბოზილ ტრანსფერაზა: თვისებები და ბიოლოგიური როლი“, დაიცვა 1992 წელს.
რესურდები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.