თენგიზ ეპიტაშვილი
თენგიზ ვასილის ძე ეპიტაშვილი (დ. 30 აგვისტო, 1935, თბილისი, — გ. 28 მარტი, 2003, იქვე) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (1995).
დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1957) და მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1974). 1957–1972 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978-1983 წლებში პოლკოვნიკი ეპიტაშვილი იმყოფებოდა ავღანეთში საბჭოთა მთავრობის სპეციალური დავალების შესასრულებლად. 1988-1993 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იმავდროულად — სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქალაქ ცხინვალის კომენდანტი, 1993-1997 წლებში — სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავ-რის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1996), სხვა ჯილდოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.