თემურ ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ ჯავახიშვილი, თემო ჯავახი (დ. 16 თებერვალი, 1951, თბილისი) — ქართველი მსახიობი და მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქსოვილების მხატვრული გაფორმების ფაკულტეტი 1976 წელს, ხოლო კინოს სტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებული სამსახიობო სტუდია 1974 წელს.

1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. 1976 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორისაა: სეგ (1976); საფოსტო ხელოვნების გამოფენა — იტალია (1994), პორტუგალია (1995); თურქეთი (1995); ფიროსმანის კლუბი და „ძველი გალერეა“ (თბილისი, 1997); ზაარბრიუკენი (1998); 3 გამოფენა, „ძველი გალერეა“ (თბილისი, 1999); 2000 წელს — „N-გალერეა“ (თბილისი), გიუმრი (სომხეთი), სოჭი (რუსეთი); ორი გამოფენა რუსეთში (2001); 2002 წელს — კალინინგრადი და ეკატერინბურგი (რუსეთი), საბერძნეთი, საფრანგეთი; ვიზუალური ხელოვნების ინტერნაციონალური ფორუმები (ქარვასლა, „აპენდიქსი“, „კავკასიის ხელოვნება“, თბილისი, 2004); ჯგუფური გამოფენა იტალიაში (2005). პერსონალური გამოფენები: „One man Exhibition“ (სან-დიეგო, 1989); ვიდეო შოუ (თბილისი, 1994); „აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ“ (თბილისი, 1999); „სხვადასხვა“ (თბილისი, 2000). არის პერფორმანსების პროდიუსერი და შემსრულებელი; მარიონეტების თეატრის თანადამფუძნებელი (1981); ავტორი კრებულისა „ექსპერიმენტული პოეზია“ (1993).

საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრი (1981 წლიდან) და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1976 წლიდან).

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემო ჯავახი არის ერთ-ერთი პირველი უფროსი თაობის, კერძოდ ე.წ. 80-იანელების წარმომადგენელი, რომელიც ნონკორფომისტულ, ექსპერიმენტულ ხელოვნებას ავითარებდა. ჯავახის სახელოვნებო პრაქტიკები მოიცავს ვიდეო-არტს, კონცეპტუალურ ინსტალაციას, ნახატ ობიექტს, კონკრეტულ პოეზიას, ფერწერასა და ინსტალაციას. ხელოვანის მედიუმები მასალის ექსპერიმენტთან ერთად ყოველთვის კონცეპტუალურ შრეებს აერთიანებს და ამდენად წარმოგვიდგენს ხელოვანს, როგორც მოაზროვნეს, დამკვირვებელსა და გარემოს კრიტიკულად შემფასებელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.602

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]